სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მცირედმნიშვნელოვანი მნიშვნელოვანია, როდესაც დიდს წარმოშობს მცირედმნიშვნელოვანი მნიშვნელოვანია, როდესაც

შესაძლოა, მცირე ცოდვა თავისთავად დიდი მართლაც არ იყოს, და ისიც მხოლოდ შედარებით; სამაგიეროდ, მსგავსი ცოდვების სიმრავლე დიდ ცოდვას შეადგენს. შესაძლოა, მცირე ცოდვა თავისთავად დიდი მართლაც

თუკი ვინმე ტომარაში ბევრ ქვიშას ჩაყრის და მასთან ერთად ღრმა წყალში გაცურავს, სიმძიმისაგან ისევე ჩაიძირება, როგორც - დიდი ქვისაგან. ასევეა მცირე ცოდვების შემთხვევაშიც, რომლებსაც საერთო სირთულით შეუძლიათ, შეადგინონ სიმძიმე, რომელიც დიდი ცოდვის თანასწორი იქნება, ან აღემატება კიდევაც მას - ისევე შესაძლოა დაგღუპოს, როგორც დიდმა ცოდვებმა. თუკი ვინმე ტომარაში ბევრ ქვიშას ჩაყრის და

მარცვალი პატარაა, მაგრამ მისი სიმრავლე მთას ქმნის. რას შექმნის ყოველდღიურად გამეორებული პატარა ცოდვები? მარცვალი პატარაა, მაგრამ მისი სიმრავლე მთას

ნემსით ჩხვლეტა დიდ ტკივილს არ აყენებს; მაგრამ თუკი ვინმეს აზრად მოუვიდოდა, საკუთარი სხეული დიდხანს დაეჩხვლიტა ერთსა და იმავე ადგილას, მაშინ ასეთ ხუმრობას საზიანო შედეგები მოჰყვება, რადგან ზოგჯერ ძლივს შესამჩნევ ნაჩხვლეტს იმდენად ძლიერი ანთება მოჰყვება, რომ მთელი ამ ნაწილის მოკვეთა ხდება საჭირო. ამის მსგავსად სულიერი ცხონების მსურველი მცირედშიც უნდა ფრთხილობდეს და აღიარებდეს მათ; რადგან მცირე ცოდვების მრავალგზის გამეორება უცილობლად ან უკანონობასთან მიგვიყვანს, ანდა უკვე მომაკვდინებელი ცოდვაა, რომელიც სულს მადლმოსილ ძალებს განაშორებს. ნემსით ჩხვლეტა დიდ ტკივილს არ აყენებს; მაგრამ

თავი აარიდე თვით ყველაზე მცირე ცოდვებსაც კი, რამეთუ ვინც მცირეს არ განეშორება, აუცილებლად ჩავარდება დიდ და მძიმე ცოდვებში. თავი აარიდე თვით ყველაზე მცირე ცოდვებსაც კი

ვინც მცირე ცოდვაზე გაიმარჯვებს, ის დიდსაც მოერევა ვინც მცირე ცოდვაზე გაიმარჯვებს, ის დიდსაც

ვინც მცირე ცოდვებისაგან არ იცავს თავს, ის ნელნელა დიდშიც ჩავარდება ვინც მცირე ცოდვებისაგან არ იცავს თავს, ის

ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება. ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი

როდესაც თვლი, რომ ესა თუ ის ცოდვა მცირეა, განა არ მიხვალ იქამდე, რომ არცერთ ცოდვას დიდად აღარ მიიჩნევ? როდესაც თვლი, რომ ესა თუ ის ცოდვა მცირეა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2