
ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: "მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება" (ის. 5,15)
ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: "მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება" (ის. 5,15)
ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფე... იხილეთ სრულად
რაოდენ ღატაკი ხარ, ამპარტავანო კაცო! ეცადე, ჰპოვო რაიმე კარგი, რაც შენი ძალებით გაგიკეთებია. ეცადე - და თავად ამხელ შენს თავს, ვინაიდან ყოველი სიკეთე, რაც კი გაქვს, ღმერთისგან მიგიღია. "რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს, რაისა იქად... იხილეთ სრულად
ჩაწვდი, ძმაო ჩემო, თუ რა ყოფილა ადამიანური დიდებანი? ახლა კი იმას დაუფიქრდი, რას წარმოადგენს ის, ვინც მას ეძიებს. თუ წინასწარმეტყველს ჰკითხავ, ის გიპასუხებს, რომ ყოველი ადამიანი - უბრალოც და ისიც, ვინც ყველა მეფეზე ზლევამოსილია - ... იხილეთ სრულად
რომელიმე საფლავის გახსნისას შენ დარწმუნდები ამქვეყნიური დიდების სიცრუეში. რაოდენ საოცარია, რომ ასეთი დიდება, მიუხედავად იმისა, რომ ის - არარაობაა, მაინც ესოდენ სასურველია უგუნური ადამიანების თვალში!
ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული.
ადამიანები გაქებენ შენი კეთილშობილების გამო, თუმცაღა ეს სიტყვები არ მოგემართება შენ, არამედ - შენს წინაპრებს. პატივს გცემენ იმისათვის, რომ მდიდარი ხარ, მაგრამ უფალმა იცის, თუ რამდენი უსამართლობით მოიხვეჭე ეს სიმდიდრე და როგორ გიშლ... იხილეთ სრულად
ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქ... იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება იმათთვისაც ამაოა, ვინც მას მოგაგებს. ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ შინაგანად შენ ცოდვილი ხარ. მათთვის ცნობილია მხოლოდ შენი გარეგნული იერსახე. სხვა რა დიდების მიგება შეუძლიათ შენთვის, გარდა იმისა, რომელიც გამშ... იხილეთ სრულად
ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, შეგვძინოს ან წაგვართვას რაიმე. "უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაი ჩემი არარაი არს" (ინ. 8, 54). ეს კი ნიშნავს, რომ თუ ადამიანი, რომელმაც რაიმე შექმნა, თავისი თავის განდიდ... იხილეთ სრულად