ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები
ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები ენა, სიტყვა, გამონათქვამები, ციტატები
ჭრილობების მიყენება ენითაა შესაძლებელი და ენითვე განიურნება: „რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა“.
ქართული ენა მსოფლიო საოცრებაა! ის არის მუსიკა, მაგრამ არა მიწერი, არამედ ზეციდან გადმოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი.
სიკვდილ–სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
თ. 18–19
სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.
თ. 26–28
რადგანაც ყველანი მრავალსა ცოდავთ, ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაურვება თავისი ხორცის. აჰა, ჩვენ ლაგამით ვაურვებთ ცხენებს, რათა დაგვემორჩილონ და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მთელს მათ სხეულს. იხილეთ სრულად
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლადბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძნითა და გონიერებით, ისევე, როგორც მა... იხილეთ სრულად
იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები.
თუ რომელიმე თქვენგანს ღმრთისმოსავი ჰგონია თავი, და ლაგამს არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღმრთისმოსაობა.
ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს.
თ. 18–19