აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
თუ გსურს, შენი აღსარება ღმერთმა არ განიკითხოს, არ გაიხსენო ცოდვები, არამედ მამაცურად დაითმინე მათ შედეგად მოწეული განსაცდელი.
აღსარების წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა თქვენი ცოდვები დაგანახოთ, მოგანიჭოთ სითამამე მათი აღიარებისა და შეიწიროს თქვენი სინანული.
აღსარების მოსმენის გარეშე მე არ შემიძლია ცოდვათა შენდობა. ამაზე არსებობს საეკლესიო კანონი.
აღსარება სიმდაბლის გზაა, ეკალთა ნივთსა ცოდვილისასა დამწველია, ტვირთისა მძიმისა გადამყრელია, სინიდისის ქენჯნათა განმათავისუფლებელია, დამძიმებული გულის აღმასუბუქებელია, წყლულისა მალამოა და სრულიად სამკურნალო მადლია.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.
აღსარების უმაღლესი მნიშვნელობა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთი შვიდთა ქრისტიანულთა საიდუმლოთაგანია და მასში სულიწმიდის მადლი მოქმედებს. ასე რომ, აღსარებისა და მოძღვრისაგან შენდობის მიღების გარეშე კაცს გამართლება და ცხონება ა... იხილეთ სრულად
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.