აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ აღსარებაზე ვდგებით იმ განზრახვით, რომ მოძღვრის მეშვეობით უფლისაგან მივიღოთ მიტევება ცოდვებისა. იცოდე, რომ შენი აღსარება ფუჭია, ყალბია, უქმია და შეურაცხმყოფელი უფლისათვის, თუ მიდიხარ აღსარებისათვის ყოველგვარი მომზადების გარეშე... იხილეთ სრულად
რა არის ქვეყნად უფრო არასანდო, ვიდრე ადამიანის ფიქრები? რამდენი ადამიანი ინანიებს საღამოს იმას, რაც დღისით ილაპარაკა? თუკი არ გსურს, საკუთარ სულს ავნო, ყველას, ვინც გაკვრით რამეს გეტყვის, ყურს ნუ დაუგდებ, მაგრამ უსმინე, რას ამბობს... იხილეთ სრულად
ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე – ამპარტავნების.
მორწმუნემ თავისი აღსარების, თავისი ცხოვრებისა და სულიერი მოღვაწეობის შესახებ სხვას არაფერი არ უნდა უთხრას. დე, ყოველივე საიდუმლოდ დარჩეს, მოძღვრის რჩევებიც.
კაცობრიობის ცხოვნების მტერმა მთელი თავისი ბოღმა უფლის მსახურებს დაანთხია. მას კარგად ესმის, თუ რა სარგებლობა მოაქვს სულისათვის აღსარებით ცოდვათა მონანიებას, მაგრამ მორწმუნე რომ ერთჯერადად, საერთო აღსარების თქმისას ვერ გაიხსენებ ყვ... იხილეთ სრულად
თუ გსურს, შენი აღსარება ღმერთმა არ განიკითხოს, არ გაიხსენო ცოდვები, არამედ მამაცურად დაითმინე მათ შედეგად მოწეული განსაცდელი.
აღსარების წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა თქვენი ცოდვები დაგანახოთ, მოგანიჭოთ სითამამე მათი აღიარებისა და შეიწიროს თქვენი სინანული.
აღსარების მოსმენის გარეშე მე არ შემიძლია ცოდვათა შენდობა. ამაზე არსებობს საეკლესიო კანონი.
აღსარება სიმდაბლის გზაა, ეკალთა ნივთსა ცოდვილისასა დამწველია, ტვირთისა მძიმისა გადამყრელია, სინიდისის ქენჯნათა განმათავისუფლებელია, დამძიმებული გულის აღმასუბუქებელია, წყლულისა მალამოა და სრულიად სამკურნალო მადლია.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.