სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ცოდვისათვის თავის არიდება უფრო ადვილია, ვიდრე მასთან ბრძოლა ცოდვისათვის თავის არიდება უფრო ადვილია, ვიდრე

რასაც მოისურვებ, იმაზევე იზრუნებ, მისკენ მიისწრაფი და ეძიებ, ხოლო რაც არ გსურს, მასზე არც იზრუნებ, არც იფიქრებ და არც ეძიებ. რასაც მოისურვებ, იმაზევე იზრუნებ, მისკენ

ცოდვილი ჩვეულება მიწაში ჩაგდებული მარცვალია, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება და იზრდება და ბოლოს დიდ ხედ გარდაიქცევა. ასევეა ცოდვილი სურვილიც; თავდაპირველად იგი ნელა იზრდება, შემდეგ უფრო მეტად და ბოლოს მთელს ჩვენს არსებას მოიცავს. ასეთი საზიანო და დამღუპველია ჩვენთვის ცუდი და ცოდვილი აზრები! ცოდვილი ჩვეულება მიწაში ჩაგდებული მარცვალია

საკუთარ თავში ცოდვილი აზრები უნდა დავთრგუნოთ, რათა მათ ცოდვილ საქმეებამდე არ მიგვიყვანონ. საკუთარ თავში ცოდვილი აზრები უნდა დავთრგუნოთ

თუ საკუთარ თავს ძალას არ დაატან, ცოდვაზე ვერ გაიმარჯვებ თუ საკუთარ თავს ძალას არ დაატან, ცოდვაზე ვერ

იმისათვის, რომ საკუთარ სისუსტეზე გავიმარჯვოთ, არ შეიძლება, იგი არაფრად მივიჩნიოთ. იმისათვის, რომ საკუთარ სისუსტეზე გავიმარჯვოთ

როგორი ვნებებისაგან აღარ გამოვიხსნიდით თავს, თუ ზოგჯერ ცდუნებას მტკიცედ ვეტყოდით ერთ "არა"-ს. როგორი ვნებებისაგან აღარ გამოვიხსნიდით თავს

ერთხელ და სამუდამოდ უთხარი ცოდვას: "მე შენი მტერი ვარ" და ყოველი განსაცდელის წინ ყოველ მზაკვარ აზრს მიმართე: "მე შენი მტერი ვარ". ერთხელ და სამუდამოდ უთხარი ცოდვას: მე შენი

საჭიროა, მოვიძულოთ ცოდვა; ასეთ შემთხვევაში, თუ რაიმე ცოდვა შემოპარვას დააპირებს, სწრაფად დავიხსნით თავს მისი კლანჭებისაგან საჭიროა, მოვიძულოთ ცოდვა; ასეთ შემთხვევაში

ვინც ცოდვა არ მოიძულა, ის თუნდაც არ აღასრულებდეს მას, მაინც ცოდვილებში ითვლება. ვინც ცოდვა არ მოიძულა, ის თუნდაც აღასრულებდეს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2