სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სასოწარკვეთილება არ უნდა დაგეუფლოს იმ ბრძოლის გამო, რომელსაც ზრახვები აღძრავენ. თუ მათ მოშურნედ ვეწინააღმდეგებით, ეს ბრძოლა უნათლეს გვირგვინებს გვიმზადებს. სასოწარკვეთილება არ უნდა დაგეუფლოს იმ ბრძოლის

დედა სარას ოცდაათი წლის განმავლობაში ებრძოდა მრუშობის ზრახვები და არასოდეს უთხოვია, რომ ეს ბრძოლა შეწყვეტილიყო, არამედ ღმერთს მხოლოდ იმას ევედრებოდა, რომ ამ ბრძოლის გასაძლებად გამძლეობა და მოთმინება ებოძებინა. დედა სარას ოცდაათი წლის განმავლობაში ებრძოდა

როდესაც არაწმიდა აზრები აშფოთებენ შენს გონებას, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, არამედ გაიხსენე ღვთის წყალობანი. ვისაც ხომალდი აბარია, მას გემის პატრონი არასოდეს უსაყვედურებს: "რატომ მიეცი ტალღებს საშუალება, რომ ჩემი გემისთვის შემოეტიათ?" არამედ ასე იტყვის: "რატომ არ იზრუნე ხომალდზე და არ ეწინააღმდეგებოდი ტალღებს?". როდესაც არაწმიდა აზრები აშფოთებენ შენს

იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში

ნურასდროს იფიქრებ, რომ არად ჩააგდო ზრახვები, რამეთუ არანაირი აზრი უფლისაგან დაფარული არ დარჩება ნურასდროს იფიქრებ, რომ არად ჩააგდო ზრახვები

ნურასდროს დაუშვებ შენს გულში შემოვიდეს ზრახვა, რომელიც ღმერთს განარისხებს. ნურასდროს დაუშვებ შენს გულში შემოვიდეს

უფრო უსაფრთხოა, თუ სახლში მტერს არ შემოუშვებ, ვიდრე - შემოუშვა და შეებრძოლო მას. უფრო უსაფრთხოა, თუ სახლში მტერს არ შემოუშვებ

რაც შეიძლება, სწრაფად განდევნე გულიდან ყოველგვარი ცოდვილი ზრახვა, როგორც მეყსეულად იცილებ ტანსაცმლიდან პატარა ნაპერწკალსაც კი, რომელიც მას მოხვდა. რაც შეიძლება, სწრაფად განდევნე გულიდან

როგორც მორიელს უბეში ვერ შეინახავ, ასევე ნუ გააჩერებ გულში ცუდ აზრს როგორც მორიელს უბეში ვერ შეინახავ, ასევე ნუ

როგორც ნაპერწკალი აალებამდე ადვილად ქრება, ასევე ცუდი ზრახვა დასაწყისშივე ადვილად ითრგუნება. როგორც ნაპერწკალი აალებამდე ადვილად ქრება

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2