სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როგორც ძლიერი წამლები კურნავენ მძიმე ავადმყოფობებს, ასევე მარხვა და ლოცვა განდევნის ავ ზრახვებს. როგორც ძლიერი წამლები კურნავენ მძიმე

მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთაბეჭდილებებით დასნებოვნებულ სულს. მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის

როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამომჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ. როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი

ვნებები წმიდანებსაც აქვთ; მაგრამ ისინი მათ აცხრობენ ვნებები წმიდანებსაც აქვთ; მაგრამ ისინი მათ

ეცადე, ყოველთვის შენ გაიმარჯვო ვნებებზე, ვიდრე - მათ დაგამარცხონ ეცადე, ყოველთვის შენ გაიმარჯვო ვნებებზე

გულმა ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ ვნებებთან წინააღმდეგობით შეიძლება დაიმკვიდროს და არა, - მათი მსახურებით. გულმა ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ ვნებებთან

შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისაგან გალანძღვა, შეხედე მაცხოვრის მშვიდობიან სახეს და მოიგონე, რაგვარ საქციელს გავალებს იგი ამისთანა შემთხვევაში? შენ ხარ პატრონი დიდი სიმდიდრისა, გაიხსენე მაცხოვარი - მომცემი ამ სიკეთისა და მოძღვრება მისი, - სად უნდა ინახავდე სიმდიდრეს. შენ გიჭირავს საზოგადოებაში საპატიო ადგილი და წარჩინებული ხარისხი, მიხედე მაცხოვრის ხატს და წარმოიდგინე, - რისთვის აღგამაღლა და პატივ-გყო მან. შენ შეუპყრიხარ სიზარმაცეს, გარჯის ოფლის ღვრისა და მომჭირნეობის სიძულვილს, აბა თვალი გაუსწორე მაცხოვრის სახეს! შენ გემძიმება შენი ობლობა, მაგრამ აბა შეხედე იმის სახეს, რომელსაც დედად და ნათესავად მიაჩნია ღვთის სიტყვის აღმსარებელნი. შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი

მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ვნებები გვანიჭებენ, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ საკვები, რომელიც უფრო მეტ შიმშილსა და უძლიერეს წყურვილს აღაგზნებს ჩვენს სულში და ვერასოდეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. როგორც მოგზაური, მოტყუებულილ მოჩვენებებით, რომლებიც ხშირად ჩნდებიან აღმოსავლეთის უდაბნოში, ხედავს წინ ამწვანებულ ბორცვებსა და მბრწყინავ წყაროებს, მიახლოებისთანავე უნაყოფო და უწყლო ველებად რომ გადაიქცევიან, ასევე ყოველი ცოდვილი თავისი სურვილების გზაზე თითქოსდა ხედავს სიამოვნებათა და ნეტარებათა მომხიბლავ სურათებს; მაგრამ ეს მოჩვენება ქრება იმის შესაბამისად, რამდენადაც ცოდვილი მას უახლოვდება, და ამაოდ ხარჯავს ძალებს, როდესაც მისდევს თვალწარმტაც ხილვას იქამდე, ვიდრე ბოლოს არ გაქრება და საბრალო ცოდვილს - მოტყუებული იმედებისაგან ძალაგამოცლილს არ დატოვებს მტანჯველ წყურვილში, რომელიც სულ უფრო ძლიერდება, აშრობს და ღრღნის მის გულს. მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ

ვნებები ცეცხლოვან მთას ჰგავს, რომელიც თავის გარშემო სულ მალე სიცარიელესა და საშინელებას ტოვებს. ვნებები ცეცხლოვან მთას ჰგავს, რომელიც თავის

არავინ გვაყენებს იმდენ ტკივილს, რამდენადაც სულში მყოფი ვნებები. ყველა სხვა უბედურება გარეგნულად მოქმედებს, ესენი კი შიგნით იბადებიან; სწორედ მისგან იშვება განსაკუთრებით დიდი ტანჯვა. მთელმა სამყარომაც რომ გაგანაწყენოს, ჩვენ თუ არ გავანაწყენეთ საკუთარი თავი (რომელიმე ვნებისადმი მორჩილებით), ჩვენთვის სიმძიმე არ იარსებებს. არავინ გვაყენებს იმდენ ტკივილს, რამდენადაც

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2