სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვნებები ერთმანეთს ჯაჭვის რგოლებივით მოსდევენ ვნებები ერთმანეთს ჯაჭვის რგოლებივით მოსდევენ

თუ სული თუნდაც ერთ ცოდვას აქცევს ჩვევად, მაშინ მტერი მოულოდნელად დაესხმის თავს, რადგან თავისი ვნების გამო მის ხელში აგდებს თავს. თუ სული თუნდაც ერთ ცოდვას აქცევს ჩვევად

ვისაც ვნებები სძულს, იგი მათ მიზეზებს განაგდებს; ხოლო ვინც მათ წარმომშობ მიზეზებთან მყოფობს, იგი უნებურად დაძლეულია ვნებებისაგან. ვისაც ვნებები სძულს, იგი მათ მიზეზებს

ძმამ ჰკითხა ამბა სისოს: რატომ არ განმეშორებიან ვნებები? ბერმა მიუგო: "იმიტომ, რომ მათი წინდი შემთანაა; დააბრუნე ისინი და ვნებებიც განგეშორებიან" (ვნებების წინდი არის მათი გამომწვევი მიზეზი. მრუშობის ვნების გამომწვევი მიზეზი არის ხორცის ფუფუნება, მოყვასის განკითხვა; ვინც ხორცის ფუფუნებასა და მოყვასის განკითხვას შეწყვეტს, იგი მოიპოვებს ძალას - დათრგუნოს მრუშობის ვნებაც). ძმამ ჰკითხა ამბა სისოს: რატომ არ

ხორცი ყოველგვარი ვნების თავშესაფარია; როგორც კასიანე გვასწავლის და როგორც შეიძლება ამის შემოწმება გამოცდილების მიხედვით: ამიტომაც მისი შევიწროება ვნებების დაძლევას ნიშნავს. ხორცი ყოველგვარი ვნების თავშესაფარია; როგორც

ყოველგვარი ვნება ადვილად დაიძლევა მისი პირველი გამოვლინებისთანავე, ვიდრე მაშინ, როდესაც ის გაძლიერდება, ჩვევად იქცევა და მეორე ბუნებასავით დაგეუფლება. ყოველგვარი ვნება ადვილად დაიძლევა მისი

დროულად დათრგუნე შენში დაწყებული ყოველგვარი ვნება და ნუ მისცემ გაძლიერების საშუალებას; როდესაც ეკალი პატარაა, მისი ამოგლეჯა ადვილია, ხოლო როდესაც გაიზრდება და ფესვებს ღრმად გაიდგამს, მაშინ ძნელი ხდება მასთან გამკლავება. დროულად დათრგუნე შენში დაწყებული ყოველგვარი

იჩქარეთ, გულის სიღრმიდან ამოძირკვოთ ოდნავ ამოსული სარეველა, რათა ისინი არ გაიზარდონ და არ მოაშთონ ხორბალი. იჩქარეთ, მოსპოთ გველის კვერცხი, ვიდრე დაიბადებოდეს შხამიანი და მომაკვდინებელი გველი. იჩქარეთ, ამოძირკვოთ შინაგანი სამსხვერპლოდან ვნებიანი აზრისა და ხორციელი სურვილის კერპი, ვიდრე იგი მომაკვდინებელ მსხვერპლს მოითხოვდეს. იჩქარეთ, გულის სიღრმიდან ამოძირკვოთ ოდნავ

ამპარტავნების აზრი მანამდე დაამდაბლე, ვიდრე სიამაყე (ვნებაში გადაზრდილი) დაგამდაბლებდეს. გაანადგურე იგი მანამდე, ვიდრე თვითონ გაგანადგურებდეს. დათრგუნე ხორცი მანამდე, ვიდრე ვნება დაგთრგუნავდეს ამპარტავნების აზრი მანამდე დაამდაბლე, ვიდრე

იმის იმედზე ყოფნა, რომ ვნებების სიმხურვალე წლების განმავლობაში ჩაცხრება, ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად იცნობ ვნებების ბუნებას. შესაძლოა, ისინი წამიერად დააკმაყოფილო, მაგრამ სრულიად - შეუძლებელი. მათი შხამიანი ფიალა წყურვილის მოკვლის ნაცვლად უფრო მეტად აღაგზნებს ამ სურვილს. მათი დაკმაყოფილება მხოლოდ მათ გაძლიერებას ემსახურება. რაც მეტად ასიამოვნებ მათ, მით უფრო დაჟინებულნი ხდებიან ისინი. ამრიგად, წლების სიგრძე იმის ნაცვლად, რომ ვნებები მოაკვდინოს, უფრო აღანთებს მათ; იმის ნაცვლად, რომ შეამსუბუქოს მათი უღელი, კიდევ უფრო ამძიმებს მას. იმის იმედზე ყოფნა, რომ ვნებების სიმხურვალე

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2