სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი და ნუ ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან განთავისუფლებულად გრძნობდე. ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი და

ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ვნებების დროებით მიჩუმებას გრძნობდე, რადგან ვნებები და დემონები ხშირად მზაკვრულად იმალებიან და იკვლევენ - ხომ არ გაამპარტავნდება ადამიანი თავის გულში, როცა ჰგონია, რომ უკვე თავისუფალია მათგან; შემდეგ მოულოდნელად დაეცემიან საბრალო სულს და ჩიტივით წარიტაცებენ მას; და თუ დაეუფლებიან, დასცემენ მას ყოველგვარი ცოდვით ადრინდელზე უფრო უმოწყალოდ და ბოროტად. ნურასოდეს ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც

ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა; მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ვნებების ფესვი სრულად მასში სიკვდილამდე არ ამოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს ყლორტები, რომლებიც დაუბრკოლებლად დაახშობენ კეთილ თესლს, გაჭირვებით დათესილსა და გახარებულს. ხშირად ჩვენი ზნეობრივი მიძინებისა და დაუდევრობის ერთი წუთი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენს გულში დამკვიდრდეს ბოროტება, რომლის ამოსაძირკვადაც ცხოვრების მთელი წლებია საჭირო? ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი

ვიდრე სულ პატარა ცოდვას მაინც ემორჩილები, მანამდე საკუთარ თავს ვნებებისაგან თავისუფლად ნუ ჩათვლი. ვიდრე სულ პატარა ცოდვას მაინც ემორჩილები

უშფოთველობა მან კი არ მოიხვეჭა, ვინც ზოგჯერ ცოდვებს აუჯანყდება, ზოგჯერ კი მშვიდი და წყნარია, არამედ მან, ვინც განუწყვეტლივ აუღელვებელია; შეურყეველი რჩება, როდესაც ვნებების აღმძვრელი მიზეზი ცოცხალია, უპირატესად ის, ვისაც ორივე მათგანზე ფიქრისა ეშინია. უშფოთველობა მან კი არ მოიხვეჭა, ვინც ზოგჯერ

სრული უშფოთველობა მას აქვს, ვისაც არ გააჩნია ვნება - არც საგნების მიმართ და არც - მასზე მოგონებები. სრული უშფოთველობა მას აქვს, ვისაც არ გააჩნია

ვინც მხოლოდ ხორციელი შერყვნისაგანაა თავისუფალი, ნუ ჩათვლის თავს სრულიად წმიდად. არსებობს სულის შერყვნილობა, ისევე, - როგორც - ხორცისა. მრუშობა უწმინდურობაა, და ასევე - სიძუნწეც; ლოთობა უწმინდურებაა, მაგრამ ასევე - ამპარტავნებაც, შურიც, მრისხანებაც. ერთი ადამიანს უწმინდურ ცხოველს მიამსგავსებს, მეორე კი - არაწმიდა სულს - ეშმაკს. ვინც მხოლოდ ხორციელი შერყვნისაგანაა

ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა. ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი

ზღვა ქარისგან ღელავს, გული კი - ვნებებისგან: ზღვის ტალღების დაწყნარება მხოლოდ ღმერთს ძალუძს, გულის ტალღებისა კი - უფლის ყოვლისშემძლე მადლს, თუ თვითონ გული არ გაუწევს წინააღმდეგობას მის მოქმედებას. ზღვა ქარისგან ღელავს, გული კი - ვნებებისგან:

როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი მაცდუნებელი განსაცდელი შემოგეპარათ, მეყსეულად აიღეთ მაგალითი პატარა ბავშვებისგან: მტაცებელი ცხოველის დანახვაზე შიშისგან სწრაფად გარბიან ისინი მამის ან დედის მკლავებისკენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათ საშველად უხმობენ. ყოველგვარი განსაცდელის ან საფრთხის დროს თქვენც სასწრაფოდ გაეშურეთ უზენაესისაკენ, ევედრეთ მას შეწევნა და შემწეობა. როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი მაცდუნებელი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2