სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ძველ აღთქმაში სპილენძის გველზე შეხედვა გველის ნაკბენს კურნავდა. ახალ აღთქმაში ქრისტეს ჯვრისა და მაცხოვრის მოთმინების გონებისმიერ წარმოსახვას ძლიერი შეწევნა ძალუძს ზნეობრივი გველის - ვნებების მიერ მიყენებული წყლულების მოსაშუშებლად. ძველ აღთქმაში სპილენძის გველზე შეხედვა გველის

არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე - საკუთარი მრისხანებისა და გულისწყრომის დაძლევა. არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე -

სამეფოზე გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე - საკუთარ მრისხანებაზე. გმირები, რომლებიც გამარჯვებულად აქცევენ მეფეებს, საკუთარი მრისხანების მონები ხდებიან. ამიტომ წმიდა წერილი ხალხზე გამარჯვებულთან შედარებით საკუთარ მრისხანებაზე გამარჯვებულს ანიჭებს უპირატესობას. "სულგრძელი კაცი მამასც სჯობს, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს". - ბრძანებს სოლომონი (იგავნ. 16, 32). სამეფოზე გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე -

მრისხანების ვნების დასამარცხებლად ხშირად უნდა ვიფიქროთ იმ დამღუპველ შედეგებზე, რაც ამ ვნებას ჩვენთვის მოაქვს. მრისხანების ვნების დასამარცხებლად ხშირად უნდა

განრისხებულ და გაბრაზებულ მდგომარეობაში ყოფნა სხვა არაფერია, თუ არა - საკუთარი თავის დასჯა სხვისი ცოდვებისა და სისულელეების გამო. განრისხებულ და გაბრაზებულ მდგომარეობაში ყოფნა

ხშირად ეშმაკობა მრისხანებას აღძრავს ერთადერთი მიზნით - რათა საიდუმლო ათქმევინოს, ანდა დაქანცული ხელში ჩაიგდოს. ხშირად ეშმაკობა მრისხანებას აღძრავს ერთადერთი

მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე - მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათ მიერ მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი კაცი სიბრიყვეს ჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია" (იგავნ. 14, 17). მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის

მრისხანება და შურისძიება სუსტი სულის ვნებაა; ამიტომ ქალები მამაკაცებზე უფრო მრისხანენი და შურისმაძიებელნი არიან. მრისხანება და შურისძიება სუსტი სულის ვნებაა;

ბოროტება გონების ნაკლულევანებაა ბოროტება გონების ნაკლულევანებაა

მრისხანება უგუნურების დასაწყისია მრისხანება უგუნურების დასაწყისია

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2