სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ცეცხლის საზრდო შეშაა, გაღიზიანებისა კი - ამპარტავნება ცეცხლის საზრდო შეშაა, გაღიზიანებისა კი -

შეუძლებელია, ვინმე განურიცხდეს მოყვასს, თუ მისი გული თავდაპირველად არ გაამპარტავნდება, თუ არ დაამცირებს მას და თავს მასზე აღმატებულად არ ჩათვლის. შეუძლებელია, ვინმე განურიცხდეს მოყვასს, თუ

მას, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი უძლურებანი და ცოდვები, ვინც თავს სხვებზე დაბლა აყენებს, არ სცალია იმისთვის, რომ სხვაზე მრისხანებდეს. მას, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი უძლურებანი

საკუთარ თავში ორი აზრი დათრგუნე: ნუ მიიჩნევ საკუთარ თავს დიდად და ნუ იფიქრებ, რომ სხვა ადამიანი შენზე ბევრად ნაკლები ღირსებისაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მოყენებული შეურაცხყოფა არასოდეს გაგვაღიზიანებს. საკუთარ თავში ორი აზრი დათრგუნე: ნუ მიიჩნევ

ვინც საკუთარ თავს არ აყვედრის, მას მრისხანება სძლევს ვინც საკუთარ თავს არ აყვედრის, მას მრისხანება

საკუთარი თავის გარდა ნურავისზე გაბრაზდები და განრისხდები საკუთარი თავის გარდა ნურავისზე გაბრაზდები და

მრისხანება ყველაზე მეტად ჩვენში მაშინ მჟღავნდება ხოლმე, როდესაც მოყვასისგან გვესმის ჩვენი საწინააღმდეგო, მამხილებელი ანდა - ავი სიტყვა. ჭეშმარიტ ქრისტიანს ეს ყველაფერი არ აღიზიანებს ისევე, როგორც ვინმესგან მოსმენილი ქებაც არ აამაყებს მას. მრისხანება ყველაზე მეტად ჩვენში მაშინ

ღვთისმოყვარე მკითხველი ყოველთვის ღებულობს სარგებელს. თუ მას კეთილი საქმეებისთვის აქებენ, მათ მიმართ კიდევ უფრო მოშურნე ხდება; ხოლო თუ ავ საქმეში ამხელენ, სინანულისაკენ იდრიკება. ღვთისმოყვარე მკითხველი ყოველთვის ღებულობს

გვიყვარდეს მხილება. თუ ის არ დავიმსახურეთ, მით უფრო მშვიდად შეგვიძლია მისი მოსმენა, დაგვეხმარება, რომ შემდგომში ის არ დავიმსახუროთ; ხოლო თუ საუბედუროდ, დავიმსახურეთ, მაშინ გამოსწორებაში დაგვეხმარება. გვიყვარდეს მხილება. თუ ის არ დავიმსახურეთ

სწავლება და მხილება სხვებისგან მრისხანებით კი არა, სიყვარულით მიიღე, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო. ყოვლადბრძენი უფლის სიტყვით, ეს სიბრძნის ერთ-ერთი გამოხატულებაა (სიბრძ. 9, 8). სწავლება და მხილება სხვებისგან მრისხანებით კი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2