სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით. იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს

როდესაც შენზე ცუდს ამბობენ, კარგად დააკვირდი, ხომ არ ჩაიდინე რაიმე ბოროტება. თუ არ გაგიკეთებია, მაშინ ეს ავსიტყვაობა ჩათვალე კვალად, რომელიც გაიფანტება. როდესაც შენზე ცუდს ამბობენ, კარგად დააკვირდი

თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ

ნუ აღშფოთდები და ნუ განრისხდები შენს მოყვასზე, თუ მისგან შენზე რაიმე ყვედრებას გაიგებ. დაფიქრდი, სამართლიანი ხომ არ არის იგი? თუ უსამართლოა, მაშ, ისარს შენს მიღმა ჩაუქროლია; რატომ უნდა იყო ავად, თუ არ დაჭრილხარ? თუ ეს სამართლიანია, მაშინ ნუ იწუწუნებ მყვედრებელზე, როგორც მტერზე, რომელიც ჭრილობას გაყენებს, არამედ მადლიერი იყავი მისი, როგორც ექიმის, რომელიც გიხსნის ჭრილობას და მის მოშუშებას ცდილობს. ნუ გაღიზიანდები, თუ მისგან საქმით მოყენებული წყენაც მიიღე. დაფიქრდი, რა უმჯობესია, სხვამ გაწყენინოს, თუ შენ აწყენინო? უეჭველია, უმჯობესია, უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე. იფიქრე იმაზეც, რა სჯობს - გაღიზიანება თუ - დათმენა? გაღიზიანებამ უეცრად დამნაშავეც შეიძლება გაგხადოს და - უწინდელზე მეტად უბედურიც; და პირიქით, მოთმინებითა და სიმშვიდის შენარჩუნებით შესაძლოა, მწუხარებებიც შემცირდეს. ნუ აღშფოთდები და განრისხდები შენს მოყვასზე

მოკრძალებასა და მოთმინებას მეტი ძალა აქვს, ვიდრე მრისხანებასა და წინააღმდეგობას; რბილი შალი ყველაზე მტკიცე ციხესიმაგრეზე მეტად ასუსტებს ზარბაზნის ყუმბარის ძალას. მოკრძალებასა და მოთმინებას მეტი ძალა აქვს

მრისხანება მრისხანებით არ განიკურნება მრისხანება მრისხანებით არ განიკურნება

ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობ, არამედ - წყლით; მრისხანებასაც მრისხანებით კი ვერ დათრგუნავ, არამედ - თავმდაბლობითა და დიდი მოთმინებით. ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობ, არამედ - წყლით;

როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რათა "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1, 20). უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება და თავმდაბლობა უნდა მასწავლოს - და მას, ვინც გაწყენინა და დაგამცირა, ან მდუმარებით უპასუხე, ანდა, თუ აუცილებელია - მოკრძალებული მართალი სიტყვით. როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ

მკაცრი სიტყვა კარგსაც სულელად გახდის, მოკრძალებულ ნათქვამს კი ყველასთვის სარგებლობა მოაქვს. მკაცრი სიტყვა კარგსაც სულელად გახდის

უმჯობესია, ღიმილით დაჯაბნო გაღიზიანება, ვიდრე დაუცხრომლად მძვინვარებდე უმჯობესია, ღიმილით დაჯაბნო გაღიზიანება, ვიდრე

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2