სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ყვედრების მდუმარებით მოსმენით ქრისტეს მიმბაძველი ხდები ყვედრების მდუმარებით მოსმენით ქრისტეს

გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები: "განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ" (ფს. 4, 5), ე.ი. თუ მრისხანებისგან თავის შეკავება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ჩვენი სულის მოძრაობა დამოკიდებულია ბუნებაზე და არა - ჩვენს თავისუფლებაზე; უკიდურეს შემთხვევაში, სალანძღავი სიტყვების თქმა არ შეიძლება, ეს მაინც სრულიად ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ნაპირებიდან გადმოღვრილი მდინარის წყალი შავი და ჭუჭყიანი ხდება; ასევე სიტყვებში გამოხატული მრისხანების გრძნობა აჭუჭყიანებს მოსაუბრის სულს, შეურაცხყოფს მსმენელს და ორივეს ცოდვაში აგდებს. გახსოვდეს დავით მეფსალმუნის სიტყვები:

ნუ მისცემ საშუალებას მრისხანებას, შენს ხორხამდე მიაღწიოს ნუ მისცემ საშუალებას მრისხანებას, შენს

ვინც მრისხანების ჟამს ენას არ დაიოკებს, ის ვერც ვნებებს დაიმორჩილებს ვინც მრისხანების ჟამს ენას არ დაიოკებს, ის

აღშფოთებით ნურაფერს იტყვი, რადგან ბოროტება სიკეთეს ვერ შობს; არამედ დაითმინე, ვიდრე შენი აზრები დამშვიდდება და შემდეგ წყნარად თქვი. აღშფოთებით ნურაფერს იტყვი, რადგან ბოროტება

როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება ცეცხლი, ასევე მდუმარებით დაბეჭდილ სულში, სწრაფად წყნარდება გულისწყრომა. როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება

როდესაც საკუთარ თავში მრისხანების ძლიერ შემოტევას იგრძნობ, შეეცადე, დადუმდე. ხოლო იმისათვის, რომ თვით მდუმარებამ დიდი სარგებელი მოგიტანოს, ფიქრით ღმერთს მიმართე და ამ დროს შენთვის იკითხე რაიმე მოკლე ლოცვა, მაგალითად, იესოს ლოცვა ანდა რაიმე სხვა. როდესაც საკუთარ თავში მრისხანების ძლიერ

ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა თქვა: "როდესაც იგრძნობ, რომ გაღიზიანებული ხარ, ნურაფერს იტყვი და მაშინვე ნურაფერს გააკეთებ, არამედ დადუმდი და ანბანის ყველა ასო წაიკითხე". წარმართმა ანბანზე უკეთესი ვერაფერი იპოვა სულის დასამშვიდებლად; ჩვენ კი, ქრისტიანებმა, ვიცით საუკეთესო სიტყვები, რომელიც შეიძლება, მისცე გულსა და გონებას, რათა მღელვარება დაიოკო. ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა თქვა: როდესაც

იმისათვის, რათა მრისხანებაზე სიყვარულმა გაიმარჯვოს, მრისხანების ჟამს მოყვასისათვის ილოცე; გულის სიღრმიდან ამოთქვი: "უფალო! შეუნდე ცოდვა მას, ვინც მაწყენინა, ჩემსავით ისიც ადამიანია". დამერწმუნე, ლოცვა შენს სულს სიმშვიდეს მიანიჭებს. იმისათვის, რათა მრისხანებაზე სიყვარულმა

მხეცისთვის არაბუნებრივია ლმობიერება, ადამიანისთვის კი - სისასტიკე მხეცისთვის არაბუნებრივია ლმობიერება

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2