სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ლომებსაც ათვინიერებენ და იმორჩილებენ, ადამიანი კი ზოგჯერ თავის მრისხანებას ნებას აძლევს, ლომზე მეტად დაუმორჩილებელი იყოს! ლომებსაც ათვინიერებენ და იმორჩილებენ

რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს სინდისის სამსჯავროს წინაშე, როდესაც ლომი შესაძლოა, გარკვეული აზრით, ადამიანად აქციოთ, თვითონ კი ადამიანისაგან მოურჯულებელ ლომად გარდაიქმნებით? რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს

თვით მხეცებთან მიმართებაშიც კი არ უნდა იყო მხეცი თვით მხეცებთან მიმართებაშიც კი არ უნდა იყო

სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და მერე სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი. სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება

"გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ", - ბრძანებს წმიდა წერილი (ეფეს. 4, 26), ანუ მრისხანებდეთ უკანონო საქმეზე, მაგრამ ისე, რომ სამართლიანობის საზღვრებს არ გადასცდეთ. გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ, - ბრძანებს

აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული; რამეთუ დანას იყენებენ მკვლელებიც და ექიმებიც. მაგრამ ერთნი დანით მოქმედებენ მრისხანებითა და სისასტიკით და ყველაზე უფრო უგუნურ საქმეებს ჩადიან - თავისავე მსგავსებს კლავენ; მეორენი კი, გონივრულად და დაფიქრებით იწყებენ დანის მოქმედებას და მისგან უდიდეს სარგებელს მოულობენ, რადგან საფრთხეში მყოფთა სიცოცხლეს იხსნიან. ასევე მას, ვისაც გონივრულად აღშფოთება შეუძლია, უდიდესი სარგებელი მოაქვს იმისთვის, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს აღშფოთება - გამოასწორებენ მათ სიზარმაცეს ან მზაკვრობას, ხოლო მრისხანების ვნებით შეპყრობილი კი ჯანსაღს არაფერს ჩადის. აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული;

ნუ შეიწყნარებ მათ, ვინც ზომაზე მეტად მოწყალეა, მაგრამ ბოროტთა დასჯაც თვით სიკეთისა და სამართლიანობისთვისაა საჭირო და არა - საკუთარი ვნებისთვის. ნუ შეიწყნარებ მათ, ვინც ზომაზე მეტად

აყვედრი ვინმეს თუ - სჯი, შინაგანად გიყვარდეს იგი აყვედრი ვინმეს თუ - სჯი, შინაგანად გიყვარდეს

ძნელია მრისხანების დაოკება; განსაკუთრებით თქვენთვის, ძალაუფლებით აღჭურვილთათვის, დიდი ღვაწლია საჭირო. თქვენ უნდა განრისხდეთ კიდეც, სადაც საჭიროა, ე.ი. არ დაუშვათ გულის სიღრმეში განმხრწნელი ქმედებები. ამ შემთხვევაში უნდა მიემსგავსოთ ზღვას, რომლის ზედაპირი ქარიშხლის დროს მრისხანე და საშინელია, მაგრამ სიღრმე წყნარი და უმოძრაოა. ძნელია მრისხანების დაოკება; განსაკუთრებით

არავის ძალუძს მრისხანების ჟამს მოყვასს იმდენი ბოროტება მიაყენოს, რამდენიც - წინამძღოლს. ამიტომ მას ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს საკუთარ თავში მრისხანების დაშვებისა, მრისხანების ჟამს კი - რაიმეს თქმის ანდა გაკეთებისა. შესანიშნავად უთხრა ძველ დროში ვიღაცამ ძველ დროში დამნაშავეს: "დაგსჯიდი, განრისხებული რომ არ ვიყო". არავის ძალუძს მრისხანების ჟამს მოყვასს იმდენი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2