სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რაიმე კეთილი საქმის აღმასრულებელი, როგორც მეუდაბნოე მამები ამბობენ, თავის სულიერ შენობას ერთ ქვას ამატებს; მაგრამ თუ ამის შესახებ ვინმეს თავის ქებით უამბობს, არა მხოლოდ ამ ქვას გამოაცლის, არამედ - ბევრ სხვასაც. რაიმე კეთილი საქმის აღმასრულებელი, როგორც

დაფარე შენი შრომა და სათნოებანი და ფრთხილად იყავი, რათა შენმა ენამ არ მოგტაცოს ისინი. დაფარე შენი შრომა და სათნოებანი ფრთხილად

რა ბევრს მიაყენა ზიანი საკუთარმა სათნოებამ იმით, რომ გამოაცხადა და ქებაც მიიღო! რა ბევრს მიაყენა ზიანი საკუთარმა სათნოებამ

თავის ქებისაგან ფარისეველი მეზვერეზე უარესი გახდა თავის ქებისაგან ფარისეველი მეზვერეზე უარესი

ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ. ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო

თავის ქება სიბრძნესთან შეუთავსებელია თავის ქება სიბრძნესთან შეუთავსებელია

ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და ამაო დიდებით აღტაცებულმა დიდ ვინმედ მიიჩნიო იგი, სინამდვილეში კი - არაფერს წარმოადგენდე. ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და

დავფიქრდეთ, რამდენად უმადური, მძიმე და ამაოა მხოლოდ საჩვენებლად ცხოვრება, როგორც იქცევიან მრავალნი, როგორც ზნეობრივ, ისე - საზოგადოებრივ და შინაურ ყოფაში. მხოლოდ წარმოაჩენენ, გამოფენენ, ხმამაღლა გაიძახიან, ყოველგვარ უმნიშვნელო საქმეს ახმოვანებენ, როგორც ჯერ კიდევ დაუდებელი კვერცხის გამო კაკანებს ქათამი. მაგრამ ქათმის კაკანს საფუძველი მაინც აქვს: ის დებს კვერცხს, რომელიც მართლაც დადო და ის არსებობს; პატივმოყვარეობა კი არარსებულს აღამაღლებს ანდა მასზე ღაღადით სპობს ნამოღვაწარს. დავფიქრდეთ, რამდენად უმადური, მძიმე და ამაოა

საკუთარი კეთილი საქმეების გამამჟღავნებელი ჰგავს მიწის ზედაპირზე მთესველს: მოფრინდებიან ზეციური ჩიტები და აკენკავენ მარცვლებს. თავისი ცხოვრების დამფარავი კი ხნულში მთესველს ჰგავს: იგი უხვ მოსავალს მოიწევს. საკუთარი კეთილი საქმეების გამამჟღავნებელი

ნუ იამაყებ საკუთარი თავით და ნუ შეიქებ თავს, თუნდაც ჭეშმარიტებას ამბობდე, რათა ვინმემ უკეთესად არ იფიქროს შენზე, ვიდრე - სინამდვილეში ხედავს და ესმის შენგან. ნუ იამაყებ საკუთარი თავით და შეიქებ თავს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2