სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვინც ბოროტებას სიძულვილის გარეშე უყურებს, იგი მალე მას სიამოვნებით დაუწყებს ცქერას. ვინც ბოროტებას სიძულვილის გარეშე უყურებს, იგი

ცოდვის მოსაძულებლად ხშირად იფიქრე (განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც განსაცდელი გექნება) მის დამღუპველ შედეგებზე, იმ ზიანზე, რომელიც მან შეიძლება სამუდამოდ მოგაყენოს, თუ არ შეინანებ. ცოდვას მაშინ მოიძულებ, როდესაც განსჯი, რომ ეს დემონის მიერ ჩვენს თავზე აღმართული ხმალია ცოდვის მოსაძულებლად ხშირად იფიქრე

სული შეიძლება, ცოდვას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ღვთის წინაშე იგი ბოროტებაზე ვერ გაიმარჯვებს. სული შეიძლება, ცოდვას ეწინააღმდეგებოდეს

ცოდვასთან ბრძოლისას შემწეობისათვის მიმართე მას, ვინც ბრძანა: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5). - და ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალ. ცოდვასთან ბრძოლისას შემწეობისათვის მიმართე

თუ სატანას იმდენი ძალა ჰქონდა, რომ ცოდვაში ჩავეგდეთ, მაშინ იესო ქრისტეს - ჩვენს შემოქმედს, მით უფრო შეეძლება, ჩვენი გამოხსნა ამ ცოდვებიდან! შენ მხოლოდ სცადე, გადაწყვიტე ცოდვათა დაჯაბნვა - ღვთის შეწევნით და დაინახავ, რა ადვილია ეს მისთვის. თუ სატანას იმდენი ძალა ჰქონდა, რომ ცოდვაში

დიდია ცოდვის ძალა, მაგრამ ასმაგად მეტია ღვთის მადლი დიდია ცოდვის ძალა, მაგრამ ასმაგად მეტია ღვთის

როგორც არ შეიძლება, ქარი მივუშვათ ღია მკერდთან, ასევე არ შეიძლება ზრახვათა დინების შეჩერება, რამეთუ ადამიანის სული თავისი ბუნებით (წინაპართა ცოდვით დაცემის გამო) ღიაა ბოროტების ქმნისათვის. როგორც არ შეიძლება, ქარი მივუშვათ ღია

ამბა პამბოს ძმამ შესჩივლა, რომ ზრახვებთან სულიერი ბრძოლა ჰქონდა. ბერმა, სხვათა შორის, უთხრა მას: "ნუ გაგიკვირდება ის, რაც გემართება. ხედავ, როგორი მოხუციც ვარ; სამოცდაათი წელია ამ სენაკში ვცხოვრობ და საკუთარი სულის ცხონებისათვის ვზრუნავ; ამ სიბერეშიც ვებრძვი განსაცდელსა და თავდასხმებს ზრახვებისაგან. ამბა პამბოს ძმამ შესჩივლა, რომ ზრახვებთან

განსაცდელებს ვერავინ გაექცევა, მაგრამ შესაძლოა, დაცემას თავი ავარიდოთ განსაცდელებს ვერავინ გაექცევა, მაგრამ

რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის ფრენას, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, ხელი შეუძალო მას, ამა თუ იმ ადგილას ბუდის გაკეთებაში. რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2