ზრახვა ცოდვილი ქმედების სიტკბოებას წარმოადგენს, შენ კი იფიქრე ღვთის მცნებებზე, რომლებიც ასეთ საქციელს გიკრძალავს, - იმ სამწუხარო შედეგებზე, სადამდეც მიჰყავს ცოდვით ხანმოკლე ტკბობას, - და ზრახვაც განგეშორება.
ზრახვებით მოწევნული განსაცდელის ჟამს მტკიცედ და ოხვრით ილოცე: - "უფალო შემიწყალე!", - "უფალო, ნუ დამტოვებ", "ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69, 1). და ამის მსგავსად და ზრახვები ვერ დაგჯაბნიან.
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთა...
იხილეთ სრულად
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთაბეჭდილებებით დასნებოვნებულ სულს.
როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამომჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ.