წრეში რადიუსები ცენტრში იყრიან თავს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით ახლოს არიან ერთმანეთთან; მასთან დაშორების შესაბამისად, ისინი სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს და განცალკევდებიან. ასევე ადამიანებიც, რაც უფრო შორს არიან...
იხილეთ სრულად
წრეში რადიუსები ცენტრში იყრიან თავს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით ახლოს არიან ერთმანეთთან; მასთან დაშორების შესაბამისად, ისინი სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს და განცალკევდებიან. ასევე ადამიანებიც, რაც უფრო შორს არიან ღმერთთან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
ავადმყოფობა ყოველთვის უფრო ადვილად გაცხადდება, ვიდრე - ჯანმრთელობა; ასევეა ზნეობასთან მიმართებაშიც. ავადმყოფობანი ხშირად ეპიდემიურნი ხდებიან, ჯანმრთელობა კი არასოდეს.
როგორც ერთი წვეთი საფუარი ამოიყვანს მთელ გობ აფუებულ ცომს, ასევე ერთ ადამიანში მყოფი მომაკვდინებელი ცოდვა გადაედება მრავალს, რის გამოც ისე ხდება, რომ ერთი არაწმიდა მოხერხებულად გადააცდენს ხოლმე ჭეშმარიტების გზიდან მრავალ სათნო ადა...
იხილეთ სრულად
როგორც ერთი წვეთი საფუარი ამოიყვანს მთელ გობ აფუებულ ცომს, ასევე ერთ ადამიანში მყოფი მომაკვდინებელი ცოდვა გადაედება მრავალს, რის გამოც ისე ხდება, რომ ერთი არაწმიდა მოხერხებულად გადააცდენს ხოლმე ჭეშმარიტების გზიდან მრავალ სათნო ადამიანს, მაშინ, როდესაც ერთ ღვთისმოსავს ზოგჯერ არ ძალუძს, ბოროტებას ჩამოაშოროს ერთი არაწმიდაც კი.