სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ნუ გეუკეთებ და ნუ უსურვებ სხვას იმას, რაც საკუთარი თავისთვის არ გსურს. შენთვის მტკივნეულია, როდესაც დაგცინიან, ნურც შენ დასცინებ სხვებს.
ისწავლე, მოთმინებით დაითმინო სხვისი ნაკლოვანებები, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, რადგან შენ გაქვს მრავალი ისეთი რამ, რაც სხვებმა უნდა დაითმინონ.
ყოველთვის წარმოიდგინეთ მოყვასი თქვენს ადგილას, საკუთარი თავი კი - მის ადგილას.
უბედურის დანახვისას ყურადღებას ნურაფერს მივაქცევთ, მისი უბედურების გარდა
ის კი არ დაგამცირებს, თუ შენი მოყვასის მიმართ გამოიჩენ პატივისცემასა და სიყვარულს, თუნდაც იგი შენზე დაბალ საფეხურზე იდგეს გონებით, წოდებით, მდგომარეობითა და ზნეობით, არამედ ის - თუ ამას არ გამოიჩენ.
ზოგი ღარიბულ ქოხში ცხოვრობს, მაგრამ მისი სული შესაძლოა, სამგვამოვანი ღმერთის სამყოფელი იყოს.
ადამიანის ღირსებებზე უნდა ვიმსჯელოთ არა გარეგნული ბედით, არამედ - საქმეებითა და ცხოვრებით.