ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, საკუთარ თავზე ზრუნავს და ფიქრობს: ოღონდ თვითონ იყოს კარგად და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, - ასეთი ჩვენი ყველაზე საშიში მტერია.
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენ...
იხილეთ სრულად
მოყვასის სიყვარული და მისთვის სიკეთის კეთება მხოლოდ იმიტომ როდია საჭირო, რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის ღვთაებრივი კანონმდებლობის პირდაპირი მცნებაა (ლევ. 19, 18; მათე 22, 37-39), არამედ იმიტომაც, რომ მოყვასისადმი ამ სიყვარულში ჩვენი საკუთარი სიკეთე დევს.
ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, მას სძულს იგი, ანუ - ნებისმიერი ადამიანის და ამასთან ერთად, ღვთის სიყვარულიც არ შეუძლია (1 იოანე 4, 20); ასეთი არც ღმერთს უყვარს.