64. ღვთისადმი მადლიერება და ღირსეული მოღვაწეობა ის ნაყოფია ადამიანისა, ღმერთს რომ ესათნოება. მიწის ნაყოფნი არათუ ერთ ჟამს მწიფდებიან, არამედ ხანგრძლივ დროში, წვიმებისა და ზრუნვის შედეგად. ამგვარადვე, ადამიანის ნაყოფიც სწორედ ღვაწლ...
იხილეთ სრულად
64. ღვთისადმი მადლიერება და ღირსეული მოღვაწეობა ის ნაყოფია ადამიანისა, ღმერთს რომ ესათნოება. მიწის ნაყოფნი არათუ ერთ ჟამს მწიფდებიან, არამედ ხანგრძლივ დროში, წვიმებისა და ზრუნვის შედეგად. ამგვარადვე, ადამიანის ნაყოფიც სწორედ ღვაწლით, გარჯილობით, ხანგრძლივი დროით, გამძლეობით, თავშეკავებით და მოთმინებით იძენს ბრწყინვალებას, ხოლო თუ ოდესმე ამათ გამო ვიღაცეებს ღვთისმოშიშად წარმოუჩნდები, არ ერწმუნო საკუთარ თავს, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ და არ იფიქრ...
link
63. თუკი ჯარისკაცები კეისრისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ, რადგან მისგან იღებენ თავიანთ საზრდოს, რამდენად უფრო გვმართებს გულმოდგინება იმის გამო, რომ დაუდუმებელი ბაგეებით მოუკლებლად ვმადლობდეთ უფალს და ვაამებდეთ მას, რომელმაც ადამიან...
იხილეთ სრულად
63. თუკი ჯარისკაცები კეისრისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ, რადგან მისგან იღებენ თავიანთ საზრდოს, რამდენად უფრო გვმართებს გულმოდგინება იმის გამო, რომ დაუდუმებელი ბაგეებით მოუკლებლად ვმადლობდეთ უფალს და ვაამებდეთ მას, რომელმაც ადამიანის გამო შექმნა ყოველივე?
link
62. როდესაც ხშავ სახლის კარებს და მარტო რჩები, იცოდე, რომ თანამყოფია შენთან ის ანგელოზი, ღმერთმა რომ განუჩინა ყოველ ადამიანს, რომელსაც ბერძნები "სახლის ანგელოზს" უწოდებენ. მარადმღვიძარეა იგი და მოუცთუნებელი; ყოველთვის შენთა...
იხილეთ სრულად
62. როდესაც ხშავ სახლის კარებს და მარტო რჩები, იცოდე, რომ თანამყოფია შენთან ის ანგელოზი, ღმერთმა რომ განუჩინა ყოველ ადამიანს, რომელსაც ბერძნები "სახლის ანგელოზს" უწოდებენ. მარადმღვიძარეა იგი და მოუცთუნებელი; ყოველთვის შენთან თანამყოფია, ყველაფერს ხედავს და სიბნელისგან არ ბრკოლდება. მასთან ერთად ხედავდე [ხედავდე] ღმერთსაც, რომელიც მყოფობს ყველა ადგილას, რადგან არ არსებობს ადგილი ან რაიმე ნივთი, მასში რომ ღმერთი არ მკვიდრობდეს, როგორც ყოველთა უდიდე...
link
61. თუ გეეჭვება, რომ ყოველი ჩვენი ნამოქმედარი დაინახება ღვთისგან, დაუკვირდი: თუკი თვით შენ, რომელიც ადამიანი ხარ და მტვერი, ძალგიძს ერთსა და იმავე დროს ფიქრობდე და საზრობდე ყოველგვარი ადგილის შესახებ, რამდენად უფრო შეძლებს ამას ღმ...
იხილეთ სრულად
61. თუ გეეჭვება, რომ ყოველი ჩვენი ნამოქმედარი დაინახება ღვთისგან, დაუკვირდი: თუკი თვით შენ, რომელიც ადამიანი ხარ და მტვერი, ძალგიძს ერთსა და იმავე დროს ფიქრობდე და საზრობდე ყოველგვარი ადგილის შესახებ, რამდენად უფრო შეძლებს ამას ღმერთი, რომელიც მდოგვის მარცვლისებრ ხედავს ყველას და ნებისამებრ წარმოშობს და ზრდის ყოველივეს?
link
60. ცოდვაა არა ბუნებითად ნამოქმედარი, არამედ - არჩევანისეული უკეთურება. არათუ ჭამაა ცოდვა (რომ ამ გზით, ყოველგვარი უკეთური ზრახვის გარეშე, სხეული ნარჩუნდებოდეს სიცოცხლეში), არამედ - უმადურებით, უშვერად და უზომოდ ჭამა. არცთუ სიწმინ...
იხილეთ სრულად
60. ცოდვაა არა ბუნებითად ნამოქმედარი, არამედ - არჩევანისეული უკეთურება. არათუ ჭამაა ცოდვა (რომ ამ გზით, ყოველგვარი უკეთური ზრახვის გარეშე, სხეული ნარჩუნდებოდეს სიცოცხლეში), არამედ - უმადურებით, უშვერად და უზომოდ ჭამა. არცთუ სიწმინდით ხედვაა ცოდვა, არამედ შურით, ამპარტავნებით და განუძღომელად ხედვა; ასევე ცოდვაა არა სიმშვიდით სმენა, არამედ - მრისხანებით, არა მოუზღუდველობა ენისა მადლობისა და ლოცვისათვის, არამედ - მოუზღუდველობა ენისა ავსიტყვაობისთვის...
link
ხორცი შეისხა ჩვენმა ტკბილმა ქრისტემ, რათა ვიგემოთ და დავტკბეთ ნეტარი ნათესაობით. გავხდეთ ჩვენი ქრისტეს ძმები და მისი ყოვლადწმინდა დედის შვილები. და ბოლოს და ბოლოს ყველაფერში ვიყოთ უფლის მობაძავნი და მადლის მიერ ზეციური მამის ძენი
როცა მადლი მოვა, მაშინ ბოროტის ყოველგვარი ჩანაფიქრი წყდება, რადგან მადლი აუქმებს მათ. იგი მოდის, როგორც მსუბუქი ქროლვა, როგორც კეთილსურნელოვანი სულმცირე სუნთქვა. თავიდან მოაკვდინებს ხორცს, განაცხოველებს სულს, განანათლებს გონე...
იხილეთ სრულად
როცა მადლი მოვა, მაშინ ბოროტის ყოველგვარი ჩანაფიქრი წყდება, რადგან მადლი აუქმებს მათ.იგი მოდის, როგორც მსუბუქი ქროლვა, როგორც კეთილსურნელოვანი სულმცირე სუნთქვა. თავიდან მოაკვდინებს ხორცს, განაცხოველებს სულს, განანათლებს გონებას. დაბოლოს, როცა მოვა, თავად განსწავლის ადამიანს
link
იესოს ლოცვის მთავარი ძალა და სულის მთელი ნატვრითი ძალა მდგომარეობს გონებრივი ქმედების მეშვეობით გულის განწმენდაში. რას ამბობს უფალი? "ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". არ ამბობს: "ნეტარ იყვნენ ჩვენებების, ხი...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვის მთავარი ძალა და სულის მთელი ნატვრითი ძალა მდგომარეობს გონებრივი ქმედების მეშვეობით გულის განწმენდაში. რას ამბობს უფალი? "ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". არ ამბობს: "ნეტარ იყვნენ ჩვენებების, ხილვების, გამოცხადებების მხილველნი"
link
გინდა, ჩემო შვილო, გველის თავი შემუსრო? გულწრფელად თქვი შენი გულისსიტყვები აღსარებაზე. გულისსიტყვათა სიბოროტეშია ეშმაკის ძალა. ინახავ მათ? იმალებიან. დღის სინათლეზე გამოგაქვს? ქრებიან. და მაშინ უხარია ქრისტეს, წარემატება შინაგანი ...
იხილეთ სრულად
გინდა, ჩემო შვილო, გველის თავი შემუსრო? გულწრფელად თქვი შენი გულისსიტყვები აღსარებაზე. გულისსიტყვათა სიბოროტეშია ეშმაკის ძალა. ინახავ მათ? იმალებიან. დღის სინათლეზე გამოგაქვს? ქრებიან. და მაშინ უხარია ქრისტეს, წარემატება შინაგანი ლოცვა და მადლის ნათელი კურნავს, ამშვიდებს შენს გონებასა და გულს
link
არ მინახავს, რომ წარმატებულიყო სული, შინაგანი ლოცვით მლოცველი, დაფარულ გულისსიტყვათა წრფელად აღსარების გარეშე.