ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
29. ვისაც არ ძალუძს განარჩიოს, ერთი მხრივ, რა არის კეთილი, მეორე მხრივ კი - როგორია ბოროტი, ამგვარ ვინმეს უფლება არა აქვს განსაჯოს კეთილნი და ბოროტნი, რადგან ადამიანი, რომელმაც იცის ღმერთი, კეთილია, ხოლო თუ ვინმე კეთილი არ არის, ა... იხილეთ სრულად
28. ყოფითი იმედებით ცთუნებულებს და მხოლოდღა სიტყვით მცოდნეებს იმისას, რაც უმშვენიერესი ცხოვრებისთვის არის საქმნელი, იგივე სჭირთ, რაც იმათ, რომლებიც წამლებსა და სამკურნალო საშუალებებს მოიხმარენ, მაგრამ თუ როგორ უნდა მოიხმარონ, არც ... იხილეთ სრულად
მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო.
ვინც შინაგანად ამპარტავნებაშია თავისი ცრემლის გამო და განიკითხავს მათ, ვისაც ცრემლები არა აქვს, ის იმ მეომარს ჰგავს, ვინც იარაღს გამოითხოვს მეფისგან მტრის მოსაკლავად და მტრის მაგიერ იმ იარაღით თავს იკლავს
27. უმშვენიერესი ცხოვრების გამო გარჯილობა და სულისთვის ზრუნვა კეთილ და ღვთისმოყვარე კაცებს მოიმუშაკებს, რადგან ვინც ღმერთს ეძიებს, პოულობს კიდეც, ყოვლითურთ იმარჯვებს რა გულისთქმაზე და არ განუდგება რა მლოცველობას, ვინაიდან ამგვარი ... იხილეთ სრულად
26. არაფერი სარგებელია მოძღვრებათა შესწავლა, თუ სული მოკლებულია კეთილსათნო და ღვთივმოსაწონ მოღვაწეობას, ხოლო ყველა ბოროტების მიზეზი - ესაა ცთომილება, მაცთუნებლობა და უმეცრება ღვთისა
25. მართებთ სათნოებითი და ღვთისმოყვარე ცხოვრების მაძიებლებს, განეშორონ ამპარტავნებასა და ყოველგვარ ფუჭსა თუ ცრუ დიდებას, და ესწრაფონ ცხოვრებისა და აზრების ჯეროვან გამოსწორებას, რადგან სწორედ ღვთისმოყვარე და უცვალებელი გონებაა ზეამ... იხილეთ სრულად
24. მოაზროვნე ადამიანებს მართებთ ყურადღება მიაპყრონ არათუ ხშირ საუბრებს, არამედ - სასარგებლოს, რასაც კი მეწინამძღვრეობს საღვთო ნებელობა, რადგან ამ სახით კვლავ მარადიული ცხოვრებისა და სინათილისაკენ წარემართებიან ადამიანები
23. ისინი, რომლებიც მცირედით, და არა ყოვლითურთ, არიან დაკავებულნი ამ ცხოვრებით, საფრთხესაც აღწევენ თავს და დამცველებიც არ სჭირდებათ, იმარჯვებენ კი გულისთქმაზე ყოვლითურთ და ადვილად პოულობენ ღვთისაკენ გზას
22. მოაზროვნე სული ცდილობს თავი დააღწიოს გზააბნეულობას, თავმომწონეობას, ცუდმედიდობას, შურს, მტაცებლობას და ყოველსავე ამგვარს, რაც კი ეშმაკთა საქმეა და რაც ბოროტ არჩევანს განეკუთვნება, ხოლო იმ ადამიანისგან, რომლის გულისთქმა არ ეშურ... იხილეთ სრულად