წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და უპირველესი ის იქნება, რომელიც ამქვეყნად ყოველთა უმეტეს სამსახურსა და სარგებელს მოუტანს თავის მოყვასს, და არა ის, რომელსაც ყოველი კაცი ემონება და ემსახურება ღმრთის სასუფეველში ყოველთა უდიდესი და

პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვოს. არა მხოლოდ ისეთნი პირნი, რომელნიც სულიერითა და ხორციელი ნიჭებით მართლაც შემკულნი არიან, არამედ, რაც უმეტესად საკვირველია, ხშირად თვით უნიჭონი და არაფრით შესანიშნავნი პირნი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლებად გამოჩნდებიან. პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის

ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი

ყოველი კაცი პირველ ჩვეულებებსა და შეხედულებებს ოჯახში იღებს; ოჯახში ითვისებს იგი ცუდსა თუ კარგ ყოფაქცევას. აქ ყალიბდება მისი ბოროტი თუ კეთილი ხასიათი. ამიტომ ღმრთისმოყვარე და წმიდა ოჯახში კარგი და კეთილი ადამიანი იზრდება და პირიქით. ყოველი კაცი პირველ ჩვეულებებსა და

კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანული ზნეობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ვერსად ისე ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე ოჯახში? აქ გამოჩნდება, როგორი გული გაქვს და ნამდვილად შეგიძლია თუ არა მოყვასის შეყვარება. თუ დედ-მამა, და-ძმა და ნათესავ-მახლობლები ვერ შეიყავარე, ყოველთა სხვათა მოყვასთა როგორღა შეიყვარებ? კეთილი შინაური ცხოვრება ქრისტიანული ზნეობის

დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენს კაცი და ვერ განამტკიცებს, როგორც საკუთარ ოჯახში. და მესამეც: კაცის ხასიათი ისე კარგად არსად არ მჟღანდება როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი ხასიათი დამალოს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ეჩვენოს, ოჯახში ყოველ წამს და ყველა შემთხვევაში გამოჩნდება სინამდვილეში ვინაა იგი - კეთილი თუ ბოროტი. დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის

ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიტყობს რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს (1,516). ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად

საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს იხდი, არავის აწუხებ და რაც შეგიძლია გაჭირვებულსაც ხელს მოუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქნება. საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა

მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს. კაცი შეიძლება ხშირად წუხდეს და თითქმის ტიროდეს კიდეც იმის გამო, რომ შურიანია და რომელიმე თავისი მოყვასის წარმატება და წინსვლა სწყინს. შურიანი კაცის გული მაშინ იტანჯება და განიხერხება, როდესაც სხვის ბედნიერებას და წარმატებას ხედავს. მას მარტო თავისი თავი ახსოვს და ყოველივე სიკეთე თავისთვის უნდა. მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი

ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა და ხასიათს, მის სიყვარულსა და თავისი თავის უარყოფას გამოაჩენს, ამ დროს კაცი სხვის უბედურებას განიცდის და მისი გაჭირვების თანაზიარი ხდება. ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილურ გულსა

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1