ამ წმიდათაწმიდა და ნათლითშემოსილ წმიდა პასექის დიდებულ დღესასწაულზე, ჩვენი გონებისა და გულის წინაშე ვლინდება საიდუმლო ძალა ყოვლისმძლეველი ღვთაებრივი სიყვარულისა. დღეს შუქმოსილი სხივები ქრისტეს აღდგომისა ანათებენ მთელ სამყაროს, აღდ...
იხილეთ სრულად
ამ წმიდათაწმიდა და ნათლითშემოსილ წმიდა პასექის დიდებულ დღესასწაულზე, ჩვენი გონებისა და გულის წინაშე ვლინდება საიდუმლო ძალა ყოვლისმძლეველი ღვთაებრივი სიყვარულისა. დღეს შუქმოსილი სხივები ქრისტეს აღდგომისა ანათებენ მთელ სამყაროს, აღდგომილ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწ...
იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწყებაა ეკლესიის აღდგომისა, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგენს.
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს.
მხოლოდ ქორწინებაშია შესაძლო ადამიანის სრული შეცნობა. დაქორწინებამდე ადამიანი ღრმად ვერ შეიცნობს ცხოვრებას, უყურებს მას შორიდან და მხოლოდ დაქორწინებისას შედის ცხოვრების სიღრმეში მეორე პირის მეშვეობით, რაც მას უფრო მდიდარს და ბრძენს...
იხილეთ სრულად
მხოლოდ ქორწინებაშია შესაძლო ადამიანის სრული შეცნობა. დაქორწინებამდე ადამიანი ღრმად ვერ შეიცნობს ცხოვრებას, უყურებს მას შორიდან და მხოლოდ დაქორწინებისას შედის ცხოვრების სიღრმეში მეორე პირის მეშვეობით, რაც მას უფრო მდიდარს და ბრძენს ხდის.