ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
"დასასრული სოფლისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა სოფლისა მორწმუნისა" (რომ. 10,4); ხოლო ყოველგვარი უწმინდური ვნების მწვერვალი არის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელთაც ეს წმიდა და სანატრელი ირემი - სიმდაბლე კლავს, იგი იფარავს თ... იხილეთ სრულად
ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი მოწყალე, მშვიდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება. და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისაგან, რადგან ნათქვამია: "სიმდაბლესა შინა მომი... იხილეთ სრულად
თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეს ჩასწვდეს
ძმაო, ნუ იქნება შენი სული ის ჭა, რომელიც ხან სიმდაბლის მაცოცხლებელ წყალს აღმოადინებს და ხან ამპარტავნების და პატივმოყვარეობის სიცხე აშრობს. არამედ უვნებელობის წყარო იყოს იგი, რომელიც სიგლახაკის წყალს აღმოადინებს
იცოდე ძმაო, რომ "ღელეთა განამრავლონ იფქლი" (ფს. 64,13). ღელე არის თავმდაბალი სული, რომელიც აღმოედინება "ბორცვთა შორის" (ფს. 64.12) შრომისა და სათნოებისა; და ის უძრავად, ქედმაღლობის გარეშე იმყოფება
დავითი ამბობს: არ მიმარხულია, არც მღვიძარებაში ვყოფილვარ, არც შიშველ მიწაზე ვწოლილვარ, არამედ "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე" უფალმა (ფს. 114,6)
სინანული აღადგენს და აღამაღლებს სულს, გლოვა ცის კარზე რეკს, ხოლო ნეტარი სიმდაბლე გააღებს მას, მე - მთქმელი ამისა, თაყვანისვსცემ სამგვამოვანებასა ერთარსებით და ერთ-არსებასა - სამებით
თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის
ერთი საქმეა თავმაღლობა, მეორე - თავაუმაღლებლობა, მესამე - სიმდაბლე; რადგან პირველი მათგანი განიკითხავს სხვებს, მეორე - არავის განიკითხავს, მაგრამ არც საკუთარ თავს განსჯის, მესამე კი - უდანაშაულო, გამუდმებით ისჯის თავს