განსაცდელი წამალი და სამკურნალო ბალახებია, რომელნიც აშკარა ვნებებსა და ჩვენს უხილავ წყლულებს კურნავენ. მაშ ასე, მოთმინება იქონიე, რათა ყოველდღიურად შეიძინო ჯილდო, განსვენება და სიხარული ცათა სასუფეველში. რადგან ახლოვდება სიკვ...
იხილეთ სრულად
განსაცდელი წამალი და სამკურნალო ბალახებია, რომელნიც აშკარა ვნებებსა და ჩვენს უხილავ წყლულებს კურნავენ.მაშ ასე, მოთმინება იქონიე, რათა ყოველდღიურად შეიძინო ჯილდო, განსვენება და სიხარული ცათა სასუფეველში. რადგან ახლოვდება სიკვდილის ღამე, როცა ვერავინ ვეღარ შეძლებს კეთებას. ამიტომ იჩქარე, დრო ცოტაა
ადამიანი მხოლოდ მაშინ დგას ფეხზე, როცა ღმრთის მადლი მოდის. სხვაგვარად, მადლის გარეშე, მუდამ ტორტმანობს და ეცემა. ასე რომ, გამხნევდი და ოდნავადაც კი არ შეშინდე
... შენ ზეცად აღსვლისთვის ხარ ხმობილი. რა გასაკვირია, ვინც გარბის, იმან წაიბორძიკოს კიდეც. მხოლოდ მოთმინება და სინანული უნდა იქონიოს ყოველ წამს. ამიტომ მუდამ სინანული გმართებს, როცა ცდები. დრო არ დაკარგო. რადგან, რამდენადაც ა...
იხილეთ სრულად
... შენ ზეცად აღსვლისთვის ხარ ხმობილი. რა გასაკვირია, ვინც გარბის, იმან წაიბორძიკოს კიდეც. მხოლოდ მოთმინება და სინანული უნდა იქონიოს ყოველ წამს.ამიტომ მუდამ სინანული გმართებს, როცა ცდები. დრო არ დაკარგო. რადგან, რამდენადაც აყოვნებ შენდობის თხოვნას, იმდენად რთავ ნებას მაცთურს, ფესვი გაიდგას შენში. ნუ მისცემ იმის ნებას, რომ შენსავე საზიანოდ განერვიულოს.მაშ ასე, სასოს ნუ წარიკვეთ დაცემისას, არამედ მზადყოფნით აღმდგარმა შეინანე და თქვი: "შემინდე ქრისტ...
აღსარებას დიდი მომზადება უნდა. მხოლოდ ჩადენილი ცოდვების დამახსოვრება და ჩამოთვლა საკმარისი არაა. უმთავრესი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის, ანუ იმ მიზეზების გამოძიებაა, რომელმაც ცოდვა გამოიწვია. თითოეულ ცოდვას ხომ ჩვენს გულში თავის...
იხილეთ სრულად
აღსარებას დიდი მომზადება უნდა. მხოლოდ ჩადენილი ცოდვების დამახსოვრება და ჩამოთვლა საკმარისი არაა. უმთავრესი საკუთარი შინაგანი მდგომარეობის, ანუ იმ მიზეზების გამოძიებაა, რომელმაც ცოდვა გამოიწვია. თითოეულ ცოდვას ხომ ჩვენს გულში თავისი წყარო და ფესვი აქვს და რომელიმე ცუდი თვისებისა და ბოროტი მიდრეკილებისაგან ჩნდება. ერთნი გულფიცხელობის გამო ვარდებიან ცოდვაში, მეორენი ამპარტავნებისა, სხვანი კიდევ ანგარებისა და ა.შ.
აღსარება პირველ დასაბამში მოითხოვა ღმერთმა ადამისაგან, გარნა ნაცვლად თავისი გამტყუნებისა აბრალა მან ევას და ვერ პოვა კურნება, არამედ უფროსად დაისაჯა.
ყოველი, რომელი ფარავს აღსარებასა შინა ცოდვასა თვისსა, ემასხრება საღმრთო მო...
იხილეთ სრულად
აღსარება პირველ დასაბამში მოითხოვა ღმერთმა ადამისაგან, გარნა ნაცვლად თავისი გამტყუნებისა აბრალა მან ევას და ვერ პოვა კურნება, არამედ უფროსად დაისაჯა.
ყოველი, რომელი ფარავს აღსარებასა შინა ცოდვასა თვისსა, ემასხრება საღმრთო მოქმედებას და შეურაცხჰყოფს ყოვლის მეცნიერსა ღმერთსა, რომელმან უწყის ზრახვანი კაცად კაცადისა.
აღსარება მაშინვე ვერ აძლევს ძლევამოსილებას ადამიანს თავის ვნებულ თვისებათა მოსასპობლად, გარნა მცირე-მცირედ ღებულობს საღვთო ძლიერებას ყოველ აღსარების დროზედ და მით მოეღება ბოლო ბუნების ძლიერ მეომარ თვისებებს, რომლისათვის სახეცა შე...
იხილეთ სრულად
აღსარება მაშინვე ვერ აძლევს ძლევამოსილებას ადამიანს თავის ვნებულ თვისებათა მოსასპობლად, გარნა მცირე-მცირედ ღებულობს საღვთო ძლიერებას ყოველ აღსარების დროზედ და მით მოეღება ბოლო ბუნების ძლიერ მეომარ თვისებებს, რომლისათვის სახეცა შესაბამი მოგახსენოთ: მაგალითად, ოდეს ვისმე ნებავს ნებავს ხისა დიდისა მოჭრა, ნუთუ ერთითა და ორითა შეკვეთითა მოიჭრის იგი? არამედ მიადგება იგი მოუწყინებლად და ცემს ცულს ნელ-ნელა და კვეთს ცოტ-ცოტა და ბოლოს ხე იგი დიდი წაიქცევა...
აღსარების უმაღლესი მნიშვნელობა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთი შვიდთა ქრისტიანთა საიდუმლოთაგანია და მასში სულიწმიდის მადლი მოქმედებს. ასე რომ, აღსარებისა და მოძღვრისაგან შენდობის მიღების გარეშე კაცს გამართლება და ცხონება არ ...
იხილეთ სრულად
აღსარების უმაღლესი მნიშვნელობა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთი შვიდთა ქრისტიანთა საიდუმლოთაგანია და მასში სულიწმიდის მადლი მოქმედებს. ასე რომ, აღსარებისა და მოძღვრისაგან შენდობის მიღების გარეშე კაცს გამართლება და ცხონება არ შეუძლია.
აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავისი სინდისისაგან მხილებული და იძულებული, თავისი თავის უღირსებასა და ცოდვილობას ჯერ თავის გულში პირუთვნელად გაამტყუნებს, შემდეგ კი თავის ცოდვებს მოძღვარს აღუარებს. ცოდვა ერთგვარად ხორცში შერჭობილ ე...
იხილეთ სრულად
აღსარება ის არის, როდესაც კაცი თავისი სინდისისაგან მხილებული და იძულებული, თავისი თავის უღირსებასა და ცოდვილობას ჯერ თავის გულში პირუთვნელად გაამტყუნებს, შემდეგ კი თავის ცოდვებს მოძღვარს აღუარებს. ცოდვა ერთგვარად ხორცში შერჭობილ ეკალს ჰგავს, - სანამ ეკალს არ გამოიღებ, წყლული არ მორჩება; მსგავსადვე, თუ კაცმა აღსარებაში ცოდვა არ წარმოთქვა, მის გულში მისივე სავნებელად დარჩება
ადგილი აღსარებისა არის სახე სამჭედურისა, რამეთუ ვითარ იგი რკინასა შეაგდებან ცეცხლსა და ბერვითა განახურვებენ და შემდგომ შანთსა გამოიღებენ და სცემენ უროსა და განიყრის გესლსა, ეგრეთვე კაცი მოაღსარებე სახეს არს რკინისა, ხოლო ცეცლი არს...
იხილეთ სრულად
ადგილი აღსარებისა არის სახე სამჭედურისა, რამეთუ ვითარ იგი რკინასა შეაგდებან ცეცხლსა და ბერვითა განახურვებენ და შემდგომ შანთსა გამოიღებენ და სცემენ უროსა და განიყრის გესლსა, ეგრეთვე კაცი მოაღსარებე სახეს არს რკინისა, ხოლო ცეცლი არს საღმრთო მადლი, მბერველი არს მღვდელი, რომელიც შთაბერავს კეთილ-შთაგონებით და კითხვებით და განუხურვებს გულს, ხოლო ურო არს სინდისი, რომელი სცემს ცოდვილსა სირცხვილისა გამო და ესრედ განიყრის გესლსა ცოდვისასა, რომელიც დაუფარავ...