წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
76. სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი - ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: " იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მიმიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი" (ფს. 24,18).
თემა: თავმდაბლობა, განსაცდელები, ცოდვა, ვნებებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
74. ყური უგდე, რას ამბობენ მოყვასის სიყვარულის შესახებ: "ჭეშმარიტად ვამბობ, ქრისტეს მიერ და არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინდისი სულით წმიდითა, რომ დიდია ჩემი მწუხარება, და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა; ასე რომ, ვისურვებდი თავად ვყოფილიყავ შეჩვენებული ქრისტეს მიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო, რომლებიც არიან ისრაიტელნი", - და ა. შ. (რომ. 9,1-4). ამასვე ამბობდნენ მოსეც და სხვა წმინდანებიც.
თემა: სიყვარული მოყვასისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
73. ყური უგდე რას ამბობს ის, ვინც სრულყოფილ სიყვარულს მიაღწია: "ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ურვა თუ იწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, გინდაც მახვილი? რამეთუ წერილ არს; შენთვის გვხოცავენ ყოველდღე; ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად, მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, რომელმაც შეგვიყვარა ჩვენ. რადგან გვწამს, რომ სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღვთისას უფლის ჩვენის იესოს მიერ (რომ. 8, 35-39).
თემა: სიყვარული ღვთისადმი, განსაცდელებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
71. სრულყოფილი სიყვარული ადამიანთა მთლიან ბუნებას არ ანაწევრებს მის სხვადასხვა თვისებათა მიხედვით, არამედ ყველა ერთნაირად უყვარს. კეთილი უყვარს, როგორც მეგობარი, ხოლო უკეთური - როგორც მტერი. სიკეთეს უკეთებს მას, სულგრძელია, იტანს მისგან მიყენებულ ზიანს, ბოროტებას არ აზღვევინებს, ეხმარება კიდეც, როცა ამას შემთხვევა მოითხოვს, რათა, თუ შესაძლო იქნება, ისიც თავის მეგობრად აქციოს. ხოლო თუკი ამას ვერ ახერხებს, მაინც უარს არ ამბობს მისადმი კარგ დამოკიდებულებაზე, ყოველთვის თანაბრად ამჟღავნებს სიყვარულის ნაყოფს ყველა ადამიანისადმი, ასევე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოხატა რა ჩვენდამი თავისი სიყვარული, ევნო მთელი კაცობრიობისათვის და ყველას თანაბრად მოგვანიჭა აღდგომის იმედი. თუმცა კი თითოეული თავად ხდის თავის თავს ან ნეტარების, ან ჯოჯოხეთის ღირსად.
70. სრულყოფილი სიყვარული ჯერ კიდევ ვერ მოუპოვებია მას, ვინც ადამიანებს მათ ზნე-ჩვეულებათა მიხედივთ ექცევა: ერთი უყვარს, მეორე სძულს ამა თუ იმ მიზეზის გამო; ანდა ერთი და იგივე ადამიანი ზოგჯერ უყვარს და ზოგჯერ სძულს ამავე მიზეზით.
თემა: სიყვარული, სიყვარული მოყვასისადმი, სიძულვილიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ