არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ. ის ვინც გამუდმებულად გლოვობს ღვთისმიერ, იგი ყოველდღიურად და დაუსრულებლ...
იხილეთ სრულად
არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ. ის ვინც გამუდმებულად გლოვობს ღვთისმიერ, იგი ყოველდღიურად და დაუსრულებლად დღესასწაულობს (სულიერად); ხოლო ვინც მუდამ ხორციელად დღესასწაულობს, მას მარადიული გლოვა მოელის.
დიდად გასაკვირი არ არის, თუ გლოვა სწორად იწყება და არასწორი ცრემლებით მთავრდება; მაგრამ ჭეშმარიტად საქებარია, თუ მცდარი ან ბუნებითი გლოვისაგან სულიერ გლოვას მივაღწევთ. ამ ნათქვამის აზრი ცხადია მათთვის, ვისაც პატივმოყვარეობისკენ აქ...
იხილეთ სრულად
დიდად გასაკვირი არ არის, თუ გლოვა სწორად იწყება და არასწორი ცრემლებით მთავრდება; მაგრამ ჭეშმარიტად საქებარია, თუ მცდარი ან ბუნებითი გლოვისაგან სულიერ გლოვას მივაღწევთ. ამ ნათქვამის აზრი ცხადია მათთვის, ვისაც პატივმოყვარეობისკენ აქვს მიდრეკილება.
ნუ ერწმუნები შენს ცრემლებს, ვიდრე ვნებათაგან სრულად არ განიწმინდები; რადგან ის ღვინო, რომელიც საწნახელიდან პირდაპირ ჭურჭელში ჩაედინება, საიმედო ჯერ კიდევ არ არის.
მამათაგან მრავალი ამბობს, რომ ცრემლის მნიშვნელობა მრავალგვარია და მას სხვადასხვა მიზეზი აქვს, განსაკუთრებით - დამწყებთათვის. ის შეიძლება იყოს გამოწვეული: ბუნებისგან, ღვთისაგან, არასწორი მწუხარებისგან და ჭეშმარიტი მწუხარებისაგან, ა...
იხილეთ სრულად
მამათაგან მრავალი ამბობს, რომ ცრემლის მნიშვნელობა მრავალგვარია და მას სხვადასხვა მიზეზი აქვს, განსაკუთრებით - დამწყებთათვის. ის შეიძლება იყოს გამოწვეული: ბუნებისგან, ღვთისაგან, არასწორი მწუხარებისგან და ჭეშმარიტი მწუხარებისაგან, ამპარტავნებისგან, სიძვის ვნებისგან, სიყვარულისგან, სიკვდილის ხსოვნისგან და სხვა მრავალნაირი აღძვრისგან.
ყოველივე ეს ღვთის შიშით გამოვიკვლიოთ და შევეცადოთ, ის წმიდა და უზაკველი ცრემლი მოვიპოვოთ, რომელიც ჩვენი სხეულთან გაყრ...
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ.6,14) ცრუ გლოვა ამპარტავნებას ...
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ.6,14) ცრუ გლოვა ამპარტავნებას ბადებს, ჭეშმარიტი კი - ნუგეშს. როგორც ცეცხლი სწვავს ლერწამს, ასევე წმიდა ცრემლები ყოველგვარ შინაგან და გარეგან უწმინდურებას დასწვავს.
ჭეშმარიტი გლოვა ტკივილია სულისა, რომელიც კი არ თავმაღლობს და არც რამენაირი განშვების ნებას აძლევს თავს, არამედ მუდმივად ამქვეყნიდან საკუთარ გასვლას წარმოიდგენს და როგორც მაცოცხლებელ წყალს - ნუგეშს ელის მხოლოდ ღვთისგან, რომელიც თავ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი გლოვა ტკივილია სულისა, რომელიც კი არ თავმაღლობს და არც რამენაირი განშვების ნებას აძლევს თავს, არამედ მუდმივად ამქვეყნიდან საკუთარ გასვლას წარმოიდგენს და როგორც მაცოცხლებელ წყალს - ნუგეშს ელის მხოლოდ ღვთისგან, რომელიც თავმდაბალ მონაზონთა ხვედრია. ვინც გულისტკივილით ჭეშმარიტი გლოვა მოიხვეჭა და ამით ქვეყნიური ცხოვრება მოიძულა (ვითარცა შრომით აღსავსე და ცრემთა და სნეულებათა მიზეზი), ის საკუთარ სხეულს - როგორც მტერს, ისე ეპყრობა.
ის კი არ მისწვდა გლოვის ღვაწლის სრულყოფილებას, ვინც მაშინ ტირის, როცა ისურვებს, არამედ ის, ვინც იმაზე ტირის, რაზედაც ტირილს ისურვებს (ე.ი. რაიმე სულისთვის სასარგებლო საგანზე). მაგრამ თვით იმასაც არ მიუღწევია სრულყოფილებისთვის გლოვ...
იხილეთ სრულად
ის კი არ მისწვდა გლოვის ღვაწლის სრულყოფილებას, ვინც მაშინ ტირის, როცა ისურვებს, არამედ ის, ვინც იმაზე ტირის, რაზედაც ტირილს ისურვებს (ე.ი. რაიმე სულისთვის სასარგებლო საგანზე). მაგრამ თვით იმასაც არ მიუღწევია სრულყოფილებისთვის გლოვაში, ვინც იმაზე ტირის რაზეც სურს. სრულქმნილი იგია, ვინც ისე ტირის, როგორც უფალს სურს.
ხშირად ღვთისასურველ გლოვას ჩვენი პატივმოყვარების ცრემლი შეერთვის, ამას მაშინ მივხვდებით, თუ ვიგრძნობთ, რომ კი ვგლოვობთ, მაგრამ ვნებებს...
ის კი არ მისწვდა გლოვის ღვაწლის სრულყოფილებას, ვინც მაშინ ტირის, როცა ისურვებს, არამედ ის, ვინც იმაზე ტირის, რაზედაც ტირილს ისურვებს (ე.ი. რაიმე სულისთვის სასარგებლო საგანზე). მაგრამ თვით იმასაც არ მიუღწევია სრულყოფილებისთვის გლოვ...
იხილეთ სრულად
ის კი არ მისწვდა გლოვის ღვაწლის სრულყოფილებას, ვინც მაშინ ტირის, როცა ისურვებს, არამედ ის, ვინც იმაზე ტირის, რაზედაც ტირილს ისურვებს (ე.ი. რაიმე სულისთვის სასარგებლო საგანზე). მაგრამ თვით იმასაც არ მიუღწევია სრულყოფილებისთვის გლოვაში, ვინც იმაზე ტირის რაზეც სურს. სრულქმნილი იგია, ვინც ისე ტირის, როგორც უფალს სურს.
თვალის გუგასავით გაუფრთხილდი ამ მწუხარებას, რომ თანდათანობით არ დაგტოვოს მან; რადგან ძლიერი ძალა აქვს და დიდად აღემატება იმ ტირილის ძალას, რომელიც ჩვენი პირადი მცდელობისა და განსჯის შედეგად მოდის.
როგორც გარეგნულ მოქმედებაში, ასევე სულიერ ლმობიერებაში არსებობს თვითაღძვრა და აღძვრა, რომელიც რაიმესგან გამომდინარეობს. როდესაც სული ჩვენი მცდელობისა და ზრუნვის გარეშე ცრემლისკენ მიიდრიკება, ლბება და მოწყალებით ივსება, მაშინ ვისწრ...
იხილეთ სრულად
როგორც გარეგნულ მოქმედებაში, ასევე სულიერ ლმობიერებაში არსებობს თვითაღძვრა და აღძვრა, რომელიც რაიმესგან გამომდინარეობს. როდესაც სული ჩვენი მცდელობისა და ზრუნვის გარეშე ცრემლისკენ მიიდრიკება, ლბება და მოწყალებით ივსება, მაშინ ვისწრაფოთ, რადგან უფალი მანამდე მოვიდა ჩვენთან, ვიდრე მოვუხმობდით და მოგვცა ღრუბელი, რათა განვისვენოთ და მოგვცა ღვთივსათნო ცრემლის ანკარა წყარო, რათა ჩვენი ცოდვების ხელწერილი წაიშალოს. თვალის გუგასავით გაუფრთხილდი ამ მწუხარებ...
მგლოვიარენი არ უნდა ღვთისმეტყველებდნენ და ზეციურ ამბებს არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ეს მათ ცრემლთა წყაროს დაწყვეტს. რადგან იგი, ვინც ღვთისმეტყველებს, მქადაგებლის კათედრაზე მჯდომარეს ჰგავს. ხოლო მგლოვიარე ნაცარზე და ძაძაზე მჯდომ...
იხილეთ სრულად
მგლოვიარენი არ უნდა ღვთისმეტყველებდნენ და ზეციურ ამბებს არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ეს მათ ცრემლთა წყაროს დაწყვეტს. რადგან იგი, ვინც ღვთისმეტყველებს, მქადაგებლის კათედრაზე მჯდომარეს ჰგავს. ხოლო მგლოვიარე ნაცარზე და ძაძაზე მჯდომს უნდა ედრებოდეს. ვფიქრობ, რომ დავითიც, ყოვლადბრძენი მამა და მოძღვარი, გლოვის ჟამს, თუ ვინმე ჰკითხავდა, უპასუხებდა: ვითარ ვგალობდე გალობასა უფლისასა ქვეყანასა უცხოსა (ფს.136,4)? ე.ი. ვნებულ სულიერ მდგომარეობაშიო.