ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
გაცოფებული ეშმაკი ლომივით დაძრწის, რომ ვინმეს გადააწყდეს და დაგლიჯოს. ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს, განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის მიმართ, სანამ ღვთის ძალა სატანას განაქარვებს და მის ბოროტებას ალაგმავს.
სირთულეები გვექნება, ისევე როგორც განსაცდელები და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამ ყველაფერს ლოცვითა და ღვთის შიშით გავუმკლავდებით.
თუ მტკიცედ და განუწყვეტლივ ილოცებთ, არ დაეცემით; ხოლო თუ ლოცვაში უდებებას გამოიჩენთ, მაშინ იცოდეთ, რომ სრულ დაცემამდე მიხვალთ.
მოითმინეთ, შვილებო, სიმხნევეს ნუ დაკარგავთ. მტკიცედ იმეორეთ ლოცვა. გონებას მიწიერზე ფიქრით ნუ გაფანტავთ, თუნდაც მრავალი საზრუნავი გქონდეთ. მათ, როგორც წარმავალს, ისე შეხედეთ. მხოლოდ ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეთ მუდამ თვალწინ... იხილეთ სრულად
ხმამაღლა იმეორეთ ლოცვა და თქვენი მფარველი ანგელოზი სულიერ კეთილსურნელებას მოგგვრით! ანგელოზები ხარობენ, როცა მონაზონი ტკბილი იესოს ლოცვას ამბობს. დაე, იესო ყოფილიყოს სიხარული თქვენი სულებისთვის.