ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან. მათთვის კი, ვისაც სიმწიფის ასაკისათვის მიუღწევია და ღვაწლისაგან დამჭკნარა, არც ისე სახიფა...
იხილეთ სრულად
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან.მათთვის კი, ვისაც სიმწიფის ასაკისათვის მიუღწევია და ღვაწლისაგან დამჭკნარა, არც ისე სახიფათოა. ისინი იმდენად არ დაზიანდებიან, რამდენადაც სარგებლობის მოტანა შეუძლიათ, თუკი ცოდნა და გამოცდილება აქვთ.მაგრამ საზოგადოდ, ვერც ერთი მონაზონი სარგებლობას ვერ პოულობს ამ სოფლისაგან, გარდა ქება-დიდებისა, რომელიც ძარცვავს და ში...
link
დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? გავიდეს. მაგრამ უნდა იყოს მთლად თვალები, მთლად ნათელი: კარგად უნდა ხედავდეს, რომ სხვათათვის სარგებლის მოტანისას თვითონ არ დაზიანდეს შემთხვევით
მონაზონი მაგალითი უნდა იყოს ერისკაცთათვის და არა საცდური, ისევე, როგორც თვითონ ანგელოზთაგან იღებს მაგალითს. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ სატანამ არ მიიტაცოს
გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ. ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავის ხელსაქმეს. მესამედ წმინდანმა უპასუხა: "მას შემდეგ, რაც აქ ...
იხილეთ სრულად
გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ.ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავის ხელსაქმეს. მესამედ წმინდანმა უპასუხა: "მას შემდეგ, რაც აქ შემოხვედი, კაცო, ღმერთი განაგდე ჩემგან".ხედავ როგორი სიმკაცრე ჰქონდათ წმინდანებს? ამიტომ ყველაფერში დიდი ყურადღება გვმართებს. მხოლოდ ლანძღვასა და შეურაცხყოფას მოაქვს სულიერი სარგებელი ადამიანისათვის, მათგან იშვება სიმდაბლე, ად...
link
ხშირად შენს გულისსიტყვაში, შენს მეტყველებაში, სმენაში, მზერაში მზაკვრულად იპარება მტერი, შენ კი ეს არ იცი. მოგვიანებით ხედავ ამას და ხვდები ბრძოლის აუცილებლობას, რათა განიწმინდო. მაგრამ არ მოუძლურდე, აღუდექი უკეთურ სულებს. ქრისტეს...
იხილეთ სრულად
ხშირად შენს გულისსიტყვაში, შენს მეტყველებაში, სმენაში, მზერაში მზაკვრულად იპარება მტერი, შენ კი ეს არ იცი. მოგვიანებით ხედავ ამას და ხვდები ბრძოლის აუცილებლობას, რათა განიწმინდო. მაგრამ არ მოუძლურდე, აღუდექი უკეთურ სულებს. ქრისტეს მადლით გაიმარჯვებ და გაიხარებ იმდენად, რამდენადაც დამწუხრებული იყავი
link
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონ...
იხილეთ სრულად
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონება და სულიერი ძალები ისე დაიღვრება თვალებიდან და ჩვევებით, როგორც გზადე უსარგებლოდ მდინარე წყალი. არასდროს არავის მოუპოვებია ლოცვა ყურადღებისა და მღვიძარების გარეშე. არასდროს არავის ღირსებია ზეაღსვლა მანამ, სანამ არ უგუ...
link
ღვაწლი, ჩემო შვილო, გაჭირვებას მოითხოვს. სიკეთეს ვერ პოვებ აბაზანასა და საამურ ცხოვრებაში. საჭიროა ღვაწლი და დიდი ჯაფა. დღე და ღამე ქრისტეს უნდა უხმობდე. მოთმინება გვმართებს ყველა განსაცდელსა თუ ჭირში. უნდა ჩაახშო რისხვა და გულისთ...
იხილეთ სრულად
ღვაწლი, ჩემო შვილო, გაჭირვებას მოითხოვს. სიკეთეს ვერ პოვებ აბაზანასა და საამურ ცხოვრებაში. საჭიროა ღვაწლი და დიდი ჯაფა. დღე და ღამე ქრისტეს უნდა უხმობდე. მოთმინება გვმართებს ყველა განსაცდელსა თუ ჭირში. უნდა ჩაახშო რისხვა და გულისთქმა
link
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისაგან მოუშორებლად, რომელიც, როგორც კი შვილი იტყვის: "ოფ", მაშინვე ამბობს: "ჭამე, თორემ ავად გახდები!"
link
როცა მადლი მოდის, ადამიანი სულიერი ხდება, და ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგი და მშვენიერია. მაშინ მას ყველა უყვარს, ლმობიერება აქვსცრემლები, სულის სითბო. მაგრამ როცა მადლი სცილდება, რათა ადამიანი გამოიცადოს, მაშინ ყველაფერი ხორციელი...
იხილეთ სრულად
როცა მადლი მოდის, ადამიანი სულიერი ხდება, და ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგი და მშვენიერია. მაშინ მას ყველა უყვარს, ლმობიერება აქვსცრემლები, სულის სითბო. მაგრამ როცა მადლი სცილდება, რათა ადამიანი გამოიცადოს, მაშინ ყველაფერი ხორციელი ხდება და სული ეცემა. მაგრამ შენ გულმოდგინებას ნუ დაკარგავ, არამედ განუწყვეტლივ წარმოთქვი ლოცვა იძულებით, ძლიერად, დიდი ტკივილით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე".და კვლავ, და მრავალგზის იგივე, განუწყვეტლივ. და თითქოს გ...
link
გაფრთხილდი, არ განიკითხო. რადგან ამის გამო ღმერთი უშვებს და მადლი მიდის და გტოვებს უფალი, რომ დაეცე, დამდაბლდე, დაინახო საკუთარი შეცდომები