სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
თუ ჩვენ კეთილსიმდისიერ საქციელს სათნოების შთაგონებით არ ვიქმთ, არამედ ანგარების გამო, მაშინ ჩვენ მხოლოდ მაამებლები ვართ და არა - სათნოების მოქმედნი.
ჯერ კიდევ არ უყვარს სიკეთე და ბოროტება არ შეუძულებია მას, ვინც უკანასკნელს ებრძვის მხოლოდ იმის იმედით, რომ ბოროტებაზე გამარჯვებულის დიდებას მოიხვეჭს
გაცილებით მეტს ნიშნავს, თვით სიკეთის გამო სიკეთეზე უარის თქმა არ გსურდეს, ვიდრე ბოროტების შიშის გამო ბოროტებაზე არ დათანხმდე.
ღვთისთვის სათნო კეთილი საქმე, რისთვისაც ადამიანი ღვთის მიერ ჯილდოს ღირსი გახდება, არის ის, რომელიც სიყვარულის სულითაა შთაგონებული, სიბრძნითაა მოწონებული და აღესრულება მამაცობით, სიმტკიცითა და საკუთარი თავის უარყოფით.
არ არს სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.
ქმნა იმისა, რაც ღმერთს სურს და მაგრამ არა ისე, როგორც მას სურს, ნიშნავს, ცუდად გააკეთო სიკეთე და, შესაბამისად, საერთოდ არ აღასრულო იგი.
იმისათვის, რომ სათნოეყო ღმერთს, მხოლოდ კეთილი საქმეების აღსრულება არ კმარა, არამედ ისინი კეთილად უნდა აღასრულო.