ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ, წიგნი
15. გრძნობათა მეშვეობით გონება საგნებს ბუნებრივად აღიქვამს. არც გონება, არც საგანთა ბუნებრივი აღქმა, არც თავად საგნები, არც გრძნობები არაა ბოროტება, რამეთუ ისინი ღვთისგან შექმნილნი არიან. მაშ რაა აქ ბოროტება? ცხადია, ვნება, რომელი... იხილეთ სრულად
1. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის.
56. უკეთურია გონება, როცა აჰყვება სხეულს, რომელიც მისთვის დამახასიათებელი ავხორცული და ბიწიერი გრძნობებით აღეგზნება და მის ოცნებებსა და მისწრაფებებს შეერწყმება. მაღალზნეობრივი გონება კი ვნებიანი ოცნებებისა და მისწრაფებებისაგან თავ... იხილეთ სრულად
9. თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი.
25. ღმერთს, თავისი ბუნებით სახიერსა და უბიწოს, ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, როგორც თავისი ქმნილება. მაგრამ კეთილს განადიდებს, როგორც ზნეობით თავის მსგავსს, ხოლო უკეთურს შეიწყნარებს თავისი მოწყალების გამო, სჯის მას ამ წუთისოფელშ... იხილეთ სრულად
98. ხილული საგნების ჭვრეტისას გონება ან მათ ბუნებრივ თვისებებს იკვლევს, ან იმას, რაც მათი მეშვეობით განიდიდება, ან კიდევ ეძებს თავად მათ მიზეზს. 99. უხილავ საგანთა შემეცნებაში ვარჯიშისას კი გონება ცდილობს, გაიგოს მათი ბუნ... იხილეთ სრულად
41. ღვთის მოყვარული არავის აწყენინებს და არავიზე განაწყენდება წარმავალის გამო: ის სხვას აწუხებს და თვითონაც წუხს მხოლოდ ცხონების დარდით, რითაც ნეტარი პავლე დამწუხრდა და კორინთელებიც დაამწუხრა (2კორ. 2,4).
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკ... იხილეთ სრულად
81. ღვთის შიში ორგვარია: პირველს წარმოშობს დასჯის საშიშროება, რომლისგანაც ჩვენში თანმიმდევრობით იბადება თავშეკავებულობა, ღვთის სასოება და უბიწოება, ამისგან კი - სიყვარული. მეორე თავად სიყვარულს უკავშირდება და სულში შობს მოწიწებას,... იხილეთ სრულად