წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდებში ეკლები, იზრდებიან და საზრდოობენ სათნოებები.
როცა ღვთისგან მოვლინებულ სასჯელს ითმენ, ნუ დრტვინავ, ვინაიდან ის გსჯის, როგორც მამა და მადლიერებას იმსახურებს როგორც - კეთილისმოქმედი.
ნუ დაგატკბობს მიწიერი, დროებითი მხიარულება. ეს ანკესია, რომელიც თევზივით იჭერს სულს.
ნაკლოვანებათა დედად სიზარმაცე ჩათვალე, რადგან იტაცებს მადლს, რომელიც გაქვს, და რაც არ გაქვს, იმის მოპოვების საშუალებას არ გაძლევს.
იმას, რომ ადამიანური ცხოვრება ტირილით არის აღსავსე, ნათლად ხედავ მაშინ, როდესაც დედის საშოდან გამოსვლისთანავე ტირიან ჩვილები და მაშინაც, როდესაც საბრალო ადამიანს სიკვდილის მერე დაიტირებენ.
ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგან ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს.
უმჯობესია გახურებულ ცეცხლთან მიხვიდე, ვიდრე ყმაწვილ ქალთან, როდესაც თვითონაც ახალგაზრდა ხარ, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მეყსეულად განეშორები მას, ქალთან საუბარს კი მაშინვე ვერ დააღწევ თავს
როდესაც ხედავ სიმდიდრეს, ანდა დიდებას, ან საერო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ისინი ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
არა მხოლოდ ადამიანთა შორის უნდა ვეძიოთ მშვიდობის კავშირი, არამედ საკუთარ სხეულშიც, საკუთარ სულშიც და საკუთარ სამშვინველშიც.