კრებული - ციტატები, გამონათქვამები
კრებული - ციტატები, გამონათქვამები კრებული, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ნუ გაკადნიერდები საკუთარი გონებით განმარტო სახარება და წმიდა წერილის სხვა წიგნები. წმ. წერილი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა გამოთქმულია არა თვითნებურად, არამედ სული წმიდის კარნახით. მაშ, განა უგუნურება არ არის მისი თვითნებური გან... იხილეთ სრულად
ეცადე, რომ სახარება შენს გულსა და გონებას შეეთვისოს, რომ შენი გონება, ასე ვთქვათ, ცხოვრობდეს მასში - მაშინ მთელი შენი საქმიანობაც სახარების შესაბამისი გახდება. ამის მიღწევა კი სახარების განუწყვეტელი კითხვითა და შესწავლით შეიძლება.
ცოდვების ხედვა, იმ დაცემის ხედვაა, რომელშიც კაცთა მთელი მოდგმა იმყოფება, ღვთის განსაკუთრებული ნიჭია. გამოითხოვე მისგან ეს ნიჭი და შენთვის უფრო გასაგები გახდება ზეციური მკურნალის - სახარების ხმა.
როდესაც კითხულობ უფლის მიერ განკურნებულ კეთროვანთა, განრღვეულთა, ბრმათა, მკელობელთა, ეშმაკეულთა შესახებ, იფიქრე, რომ შენი სული - ათასი ცოდვით მოწყლული, დემონთა ტყვეობაში მყოფი - სწორედ იმ სნეულთა მსგავსია. სახარებიდან ისწავლე რწმე... იხილეთ სრულად
იკითხე სახარება უკიდურესი მოწიწებითა და ყურადღებით, ნურაფერს მიიჩნევ მასში ნაკლებად მნიშვნელოვნად - თითქოს რაიმე არც იყოს სერიოზული დაკვირვების ღირსი. სახარების ყოველი იოტაც კი სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო სიცოცხლის უგულებელყოფა სიკვდ... იხილეთ სრულად
ევედრე უფალს, შემუსვრილი გულით, რომ თვალი აგიხილოს იმ დიდი სასწაულების დასანახად, რომლებიც მის სჯულში ან სახარებაშია დამარხული. და როგორც კი ადამიანს თვალი აეხილება, მაშინვე იგრძნობს სულის სასწაულებრივ განკურნებას ცოდვისაგან, რასა... იხილეთ სრულად
ღმერთმა გაუმჟღავნა თავისი ნება საბრალო მტვერს - ადამიანს! წიგნი, რომელშიც ეს დიდი და ყოვლად წმიდა ნებაა გადმოცემული, წინ გიდევს. შეგიძლია მიიღო ან უარყო შენი შემოქმედისა და მაცხოვრის ნება - გააჩნია, როგორ ისურვებ. შენ საუკუნო ცხოვ... იხილეთ სრულად
როდესაც სახარებას გადაშლი და წაკითხვას დააპირებ, გაიხსენე, რომ ხვალ იგი შენს საუკუნო ხვედრს გადაწყვეტს. სახარების მიხედვით განვისჯებით და, იმის შესაბამისად, თუ როგორ ვიქცევით აქ, მიწაზე, სახარებასთან მიმართებაში, ჩვენი წილხვედრი ი... იხილეთ სრულად