18. როდესაც გონება განიძარცვავს „ძველ ადამიანს“ და შეიმოსავს იმას, რომელიც მადლისაგანია (ეფეს. 4.22–24), მაშინ იგი ლოცვის ჟამს განჭვრეტს აგრეთვე თავის შენივთულობას (ე.ი. ბუნებრივ მდგომარეობას, აგებულებას, შერთულობას, თანაშეწყობილო...
იხილეთ სრულად
18. როდესაც გონება განიძარცვავს „ძველ ადამიანს“ და შეიმოსავს იმას, რომელიც მადლისაგანია (ეფეს. 4.22–24), მაშინ იგი ლოცვის ჟამს განჭვრეტს აგრეთვე თავის შენივთულობას (ე.ი. ბუნებრივ მდგომარეობას, აგებულებას, შერთულობას, თანაშეწყობილობას), „საფირონსა“ და „ციურ ფერს“ მიმსგავსებულს, რასაც წერილი „ღვთის ადგილსაც“ უწოდებს, მოხუცებულთაგან დანახულს სინაის მთაზე (გამოსლ. 24.10).
link
17. ბოროტებისგან მოკვდინებულ მოაზროვნე ბუნებას აღადგენს ქრისტე ყოველთა საუკუნეთა განჭვრეტის გზით (ე.ი. ეს ბუნება გააცნობიერებს მთელ ჟამს და ჩადენილ ცოდვათა გამო სინანულად მოიქცევა), ხოლო ქრისტეს მამა იმ სულს, რომელიც მოკვდა ქრისტე...
იხილეთ სრულად
17. ბოროტებისგან მოკვდინებულ მოაზროვნე ბუნებას აღადგენს ქრისტე ყოველთა საუკუნეთა განჭვრეტის გზით (ე.ი. ეს ბუნება გააცნობიერებს მთელ ჟამს და ჩადენილ ცოდვათა გამო სინანულად მოიქცევა), ხოლო ქრისტეს მამა იმ სულს, რომელიც მოკვდა ქრისტეს სიკვდილით, აღადგენს თავისი ცოდნის გზით (ე.ი. ის სული, რომელიც ნათლისღებას ეზიარება საღვთო ცოდნის გზით, რაც მამისაგან ძის მიერ სულიწმინდაში მიემადლება მას, აღდგომილ მაცხოვართან ერთად იცოცხლებს საუკუნო ნეტარებით). აი, ეს...
link
16. ამ საუკუნის (სააქაოს) გულისზრახვები უფალმა გადასცა კეთილ მწყემსს, ადამიანს, როგორც ცხვრები. დაწერილია, რომ მისცა მან ყოველ ადამიანს გულისზრახვა მის გულში (შდრ. ებრ. 10.16), თანაშეაუღლა რა მასთან გულისთქმა და მრისხანება მისვე შ...
იხილეთ სრულად
16. ამ საუკუნის (სააქაოს) გულისზრახვები უფალმა გადასცა კეთილ მწყემსს, ადამიანს, როგორც ცხვრები. დაწერილია, რომ მისცა მან ყოველ ადამიანს გულისზრახვა მის გულში (შდრ. ებრ. 10.16), თანაშეაუღლა რა მასთან გულისთქმა და მრისხანება მისვე შესაწევნელად, რომ ადამიანს, ერთი მხრივ, მრისხანების გზით უკუექცია „მგელთა“ გულისზრახვები, მეორე მხრივ კი, გულისთქმის გზით, შეეტკბო მას „ცხვრები“ (ე.ი. კეთილი გულისზრახვები), ამ „ცხვართა“ გამო მრავალგზის წვიმებით, ქარებით ...
link
15. არ ძალმიძს მე ეშმაკთა ყველა ბოროტმოქმედების აღწერა. მრცხვენია კიდეც მათეულ უკეთურმანქანებათა ჩამოთვლა, ვეკრძალვი რა წამკითხველთაგან უწრფელესთ; თუმცა ისმინე სიძვის სულის მზაკვრობანი:
როდესაც კი ვინმე მოიპოვებს გულისთქმითი ნაწილ...
იხილეთ სრულად
15. არ ძალმიძს მე ეშმაკთა ყველა ბოროტმოქმედების აღწერა. მრცხვენია კიდეც მათეულ უკეთურმანქანებათა ჩამოთვლა, ვეკრძალვი რა წამკითხველთაგან უწრფელესთ; თუმცა ისმინე სიძვის სულის მზაკვრობანი:
როდესაც კი ვინმე მოიპოვებს გულისთქმითი ნაწილის უვნებობას და სამარცხვინო გულისზრახვები გაცივდება მასში, ზემოხსენებულ სულს სწორედ მაშინ შემოჰყავს კაცნი და ქალნი, ურთიერთშორის მოთამაშენი, და ამ სასირცხვილო საქმეთა და სახეთა მხედველად განაწესებს იგი განშორებულს, თუმცა...
link
14. როდესაც მცირე რამ უვნებობას მოიხვეჭს განშორებულის გონება, მაშინ იგი, ცუდმედიდობის ცხენის მომპოვნელი, მყისვე გადაიჭენებს ქალაქებზე, განდიდების გამო უზომო ხოტბით აღვსილი ამგვარ გონებას განგებულებითად წინ უხვდება სული სიძვისა, რო...
იხილეთ სრულად
14. როდესაც მცირე რამ უვნებობას მოიხვეჭს განშორებულის გონება, მაშინ იგი, ცუდმედიდობის ცხენის მომპოვნელი, მყისვე გადაიჭენებს ქალაქებზე, განდიდების გამო უზომო ხოტბით აღვსილი ამგვარ გონებას განგებულებითად წინ უხვდება სული სიძვისა, რომელიც თავის ერთ–ერთ საღორეში ამწყვდევს მას და ამ გზით განსწავლის კიდეც, რომ მეტად აღარ მიატოვოს მან თავისი საწოლი ვიდრე სრულ გამოჯანმრთელებამდე, არცთუ იმ უწესო ავადმყოფთა მბაძველი იყოს, რომლებიც, ავადმყოფობის ნარჩენების ...
link
13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმე ქალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორე...
იხილეთ სრულად
13. გულისზრახვათაგან ერთადერთი სწორედ ცუდმედიდობაა მრავალნივთიერი, თითქმის მთელი ქვეყნიერების გარემომცველი და ყველა ეშმაკისთვის კარის გამღები, როგორც უკეთური ვინმე გამცემი რომელიმე ქალაქისა. ამიტომაც ფრიად ასულმდაბლებს იგი განშორებულის გონებას, მრავალგვარი აზრითა და მოვლენით ავსებს მას და რყვნის მის ლოცვებს, რომელთა მიერაც ეს უკანასკნელი თავისი სულის წყლულთა მკურნალობას გულმოდგინეობს. ყველა მოუძლურებული ეშმაკი ერთობლივად ზრდის ამ გულისზრახვას და ...
link
12. თუ ვინმემ დასძლია მრისხანება, მან ეშმაკები დასძლია, ხოლო თუ ვინმე რისხვას არის დამონებული, ამგვარი ვინმე გაუცხოებულია სამონაზვნო ცხოვრებისგან და შორსაა ჩვენი მაცხოვრის გზათაგან, რადგან ნათქვამია, რომ თვით უფალი ასწავლის მშვიდ ...
იხილეთ სრულად
12. თუ ვინმემ დასძლია მრისხანება, მან ეშმაკები დასძლია, ხოლო თუ ვინმე რისხვას არის დამონებული, ამგვარი ვინმე გაუცხოებულია სამონაზვნო ცხოვრებისგან და შორსაა ჩვენი მაცხოვრის გზათაგან, რადგან ნათქვამია, რომ თვით უფალი ასწავლის მშვიდ ადამიანებს თავის გზებს (ფს. 24.9). სწორედ ამიტომ, ძნელად მოსანადირებელია მეუდაბნოეთა გონება, სიმშვიდის ველს შეფარებული, რადგან თითქმის არც ერთი სხვა სათნოება ისე არ აფრთხობს ეშმაკებს, როგორც სიმშვიდე. ეს სათნოება ჰქონდა ...
link
11. ყველა ეშმაკი სიამეთმოყვარეობას ასწავლის სულს; მარტოოდენ მწუხარების ეშმაკი არ იგუებს ამ საქმეს. პირიქით, იგი აუკუღმართებს მეუდაბნოეთა გულისზრახვებს, გარდაკვეთს და ახმობს რა სულის ყოველგვარ სიამეს მწუხარების მიერ, რადგან "მწუხა...
იხილეთ სრულად
11. ყველა ეშმაკი სიამეთმოყვარეობას ასწავლის სულს; მარტოოდენ მწუხარების ეშმაკი არ იგუებს ამ საქმეს. პირიქით, იგი აუკუღმართებს მეუდაბნოეთა გულისზრახვებს, გარდაკვეთს და ახმობს რა სულის ყოველგვარ სიამეს მწუხარების მიერ, რადგან "მწუხარე კაცს უხმება ძვლები" (იგავ. 17.22). ვიდრე ზომიერად ებრძვის ეს ეშმაკი მეუდაბნოეს, გამოცდილ მოღვაწედ ხდის მას, რადგან აჯერებს, არაფერი სურდეს ამა სოფლისა და განუდგებოდეს ყოველგვარ სიამეს, მაგრამ როდესაც იგი მეტისმეტად ხა...
link
გულგრილობა სარწმუნოებაში გვ.77
10. რაღა უნდა ითქვას იმ ეშმაკის შესახებ, რომელიც უგრძნობელს ხდის სულს? მეშინია კიდეც მის შესახებ დაწერა. როგორ ხდება, რომ ეს სული განუდგება საკუთარი ცხოვრების წესს ზემორე ეშმაკის მოახლების ჟამს და გ...
იხილეთ სრულად
გულგრილობა სარწმუნოებაში გვ.77
10. რაღა უნდა ითქვას იმ ეშმაკის შესახებ, რომელიც უგრძნობელს ხდის სულს? მეშინია კიდეც მის შესახებ დაწერა. როგორ ხდება, რომ ეს სული განუდგება საკუთარი ცხოვრების წესს ზემორე ეშმაკის მოახლების ჟამს და განიძარცვავს უფლის შიშსა და კეთილკრძალულებას, ცოდვას კი აღარ მიიჩნევს ცოდვად, არცთუ რჯულის დარღვევად რაცხს რჯულის დარღვევას, ხოლო საუკუნო სატანჯველსა და სასჯელს ლიტონ ნათქვამად მოიხსენებს, გულით დასცინის ცეცხლითმოსილ მიწი...
link
9. ეშმაკთა სიძულვილი დიდად შეგვეწევა ცხონების საქმეში და დიდად გვარგებს სათნოებათა აღსასრულებლად. სწორედ ეს სიძულვილი უნდა გამოვზარდოთ ჩვენში როგორც რამ კეთილი ნაყოფი, მაგრამ ვერ ვახერხებთ კი, რადგან გემოთმოყვარეობის სულები გვიქარ...
იხილეთ სრულად
9. ეშმაკთა სიძულვილი დიდად შეგვეწევა ცხონების საქმეში და დიდად გვარგებს სათნოებათა აღსასრულებლად. სწორედ ეს სიძულვილი უნდა გამოვზარდოთ ჩვენში როგორც რამ კეთილი ნაყოფი, მაგრამ ვერ ვახერხებთ კი, რადგან გემოთმოყვარეობის სულები გვიქარწყლებენ მას, რომლებიც კვლავ მათთან მეგობრობისა და სიახლოვისკენ აქეზებენ ჩვენს სულს, თუმცა ამგვარ მეგობრობას, უფრო კი ძნელად საკურნებელ განგრენას, ჩვენი მიტოვების გზით ჰკურნებს სულთა მკურნალი, რადგან უშვებს იგი, რომ დღე დ...
link