წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი მზად გქონდეს.
თუ გსურს, შეხვიდე ზეციურ სასუფეველში, ისურვე მწუხარება: ვინაიდან ვისაც არ ჰქონია იგი, ის ვერაფრით შევა იქ, რადგან ვიწროა ბჭენი სამოთხისანი (მთ. 7, 14).
საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი სიმამაცე მშვიდობის ჟამს; მაგრამ კიდევ უფრო საქებარია იგი ბრძოლის დროს.
დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდებში ეკლები, იზრდებიან და საზრდოობენ სათნოებები.
როცა ღვთისგან მოვლინებულ სასჯელს ითმენ, ნუ დრტვინავ, ვინაიდან ის გსჯის, როგორც მამა და მადლიერებას იმსახურებს როგორც - კეთილისმოქმედი.
ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგან ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს.
ნუ დაგატკბობს მიწიერი, დროებითი მხიარულება. ეს ანკესია, რომელიც თევზივით იჭერს სულს.
იმას, რომ ადამიანური ცხოვრება ტირილით არის აღსავსე, ნათლად ხედავ მაშინ, როდესაც დედის საშოდან გამოსვლისთანავე ტირიან ჩვილები და მაშინაც, როდესაც საბრალო ადამიანს სიკვდილის მერე დაიტირებენ.