წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ძველიდგანვე მიღებულისა ჩვეულებისამებრ ქრისტიანენი ემზადებიან ზიარების მიღებად მარხვითა, ანუ საჭმლის მოკლებითა. დიახ, ძმანო ჩემნო მარხულობა საჭირო არის და კიდეც მართებს მათ, რომელნი განმზადებულ არინ ბარძიმისადმი.
თემა: მარხვა, ზიარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციერნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ.
თემა: ლოცვა, მარხვა, თავმდაბლობა, სიწმინდე, უბიწოება, უმანკოებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
დიდი მარხვა, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამიცა, არის ჟამი მომატებულისა ლოცვისა, მარხვისა და მონანებისა;
თემა: მარხვა, დიდი მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უფალი ჩვენი ყოველთა ღარიბთა, საწყალთა და უბედურთა კაცთა აძლევს დიდსა ნუგეშსა, ასწავლის მხნეობასა და სულგრძელებასა მისთვის, რათა მოთმინებითა იტვირთონ ყოველი თვისი უბედურება.
თემა: მოთმინება, განსაცდელებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი