ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს ყველას, ვინც ითხოვს. ნუ გავიწყდებათ იესოს ლოცვა. იღაღადეთ ღვთის სახელი. ღმერთი მზადაა შეეწიოს

შვილო, ნუკი მოუსმენ ამ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, არამედ მაშინვე მოიშორე ისინი, თქვი იესოს ლოცვა და უთხარი სატანას: „ეშმაკო, რაც უფრო მეტ ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს მომიტან, მით უფრო მეყვარება ჩემი ძმები. რადგან ქრისტესგან ნაბრძანები მაქვს არა მხოლოდ მიყვარდეს, არამედ თავი დავდო მათთვის, როგორც ქრისტემ – ჩემთვის, საწყალობლისთვის“. და მაშინვე გონების თვალით გულში ჩაიკარი ისინი, ვისი ზიზღიც მოაქვს ბოროტს და თქვი: „შეხედე, ღვარძლიანო ეშმაკო, როგორ მიყვარს ისინი, მზად ვარ მათთვის მოვკვდე!“ ასე მოიქეცი და ღმერთი, რომელიც ხედავს შენს კეთილ ნება-სურვილს და ეშმაკის დასამარცხებლად გამოყენებულ ხერხს, უმალვე მოვა საშველად და გაგათავისუფლებს. შვილო, ნუკი მოუსმენ ამ ძმათმოძულეობის

იესოს ლოცვა დაბეჯითებით, მოშურნეობით, მგზნებარედ, გამუდმებით იმეორეთ. მხოლოდ ასე გაძლიერდებით სულიერად. იესოს < =_1>ლოცვა დაბეჯითებით, მოშურნეობით

ნებისმიერი ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისას აუცილებელია მაშინვე ვთქვათ იესოს ლოცვა. როცა ამგვარად გავუმკლავდებით გრძნობებისა და ეშმაკისგან მომდინარე გულისსიტყვებს, ძალიან სწრაფად შევიგრძნობთ საცნობელთა მარხვისგან მიღებულ სიხარულსა და სარგებელს. ნებისმიერი ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისას

მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, დუმილისა და ფიქრისთვის საკუთარ თავში განმარტოვდი. მუდმივად იმეორე იესოს < =_1>ლოცვა, დუმილისა

როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ მიეცემი, არამედ ილოცე, საბრძოლველად მოემზადე. თავი გაიმხნევე. განსაცდელების ნუ გეშინია. ცვლილებებს ყველა განიცდის, მაგრამ ბრძოლაში მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო. მართალი დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს, ისევ წამოდგება და ეს გამარჯვებად ჩაეთვლება. მუდმივი სინანული, განუწყვეტლივ ღვთის მოწყალების მოხმობა – ამას ნიშნავს იესოს ლოცვა.
ხოლო მლოცველისთვის ლოცვის მიმნიჭებელ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა დიდება და მადლობა უკუნისამდე. ამინ. როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ

მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, რადგან ეს ყველაფერში დაგეხმარება, ყოველგვარ დაბრკოლებას განაქარვებს და წმინდა მიზანს მიაღწევ. მუდმივად იმეორე იესოს < =_1>ლოცვა, რადგან ეს

ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დავიხევ. დღემდე განა რა გაგიკეთებია? არაფერი! არც ახლა დაგაცდი. ყოველი შენი მცდელობა ამაოა. მე უძლეველი ვარ. ვერ ხედავ, რამხელა ვარ?“ და მაშინვე მოაქვს ბილწი, განსაკუთრებით ძლიერი ხორციელი ტკბობის წარმოსახვები. მორიელივით კუდაწეული გამოჩნდება და მებრძოლს აფიქრებინებს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რომ ისღა დარჩენია, ხელები ასწიოს და დანებდეს!
ცრუ და მზაკვარი მტერი მრავალ ასეთ სურათს წარმოგვიდგენს. მოდით, მისი მახეების სიყალბე ვამხილოთ და მისი ჟანგიანი იარაღი სააშკარაოზე გამოვიტანოთ. ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტელი და ხმამაღალი მოხმობით გზას უღობავს მაცდურს და ვერაგული თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. თან გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე, სამოთხის შვებასა და იესოსთან საუკუნო დიდებაზე, წმინდანთა მამაცობაზე... და ეს ყველაფერი, როგორც საბრძოლო იარაღი, მის ლოცვას ძალას მატებს.
მაშინ განიდევნება უიმედობა, უდებება, ქედმაღლობა და ბიწიერება. მოშურნეობა აღანთებს მეომარს, სატანა კი უკან იხევს და საპნის ბუშტივით სკდება. ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი

გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა მათი სრული უგულებელყოფა. იესოს ლოცვა და სიკვდილის ხსენება გქონდეს და ნახავ, როგორ შეიცვლის ეშმაკი იერს. გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ; საჭიროა

რაც უფრო მეტ სიმდაბლეს შეაზავებ უწყვეტ ლოცვასთან, მით მეტი მხურვალებით შეიგრძნობ იესოს და ისეთი განცდა გექნება, თითქოს შენი გული მეორე „მაყვალი შეუწველია“. რაც უფრო მეტ სიმდაბლეს შეაზავებ უწყვეტ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3