ფუფუნება - ციტატები, გამონათქვამები

ფუფუნება - ციტატები, გამონათქვამები ფუფუნება, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

764. გვიყვარდეს თუ არა ფუფუნება?
ნუ გიყვარს ფუფუნება; რამეთუ ამქვეყნიურ ცხოვრებას მიგაჯაჭვებს, ხოლო ეს კი ღვთის საწინააღმდეგოდ გყოფს.
ნუ გიყვარს ფუფუნება; რამეთუ ამქვეყნიურ

ჩვენ ვცოდავთ მაშინ, როდესაც ვიძენთ ნივთებს ფუფუნების მიზნით. მაგალითად, გვაქვს ერთი ხელი კარგი ტანისამოსი, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით ამით, ვიძენთ მეორეს, მესამეს და ასე ვაგროვებთ არა საჭირო, არამედ ფუფუნების საგნებს. ჩვენ ვცოდავთ მაშინ, როდესაც ვიძენთ ნივთებს

33. არ დაიშვება და არც არის შესაძლებელი გველთან დამეგობრება და მისი უბით ტარება, არცთუ – სხეულის ყოვლითურთ ფერება, მოვლა და სიყვარული (გარდა იმისა, რაც საჭიროა და უცილებელი), და, ამასთან, ზეციურ სათნოებაზეც ზრუნვა, რადგან გველს ის სჩვევია, დაკბინოს თავისი გამათბობელი (უბით გამათბობელი), სხეულს კი – ის, რომ გემოთმოყვარეობით გააუწმინდუროს თავისი მომვლელი. რაშიც შესცოდავს სხეული, მათრახებით და მუშტებით უნდა იგვემოს იგი დაუზოგავად, ისევე როგორც გაქცეული მონა, ღვინით მთვრალი, რომელმაც უნდა შეიცნოს თავისი გამმათრახებელი ბატონი. არ უნდა მემთვრალეობდეს, არ უნდა იყოს უმეცარი თავისი უხრწნელი ქალბატონისა (ე.ი. სულისა) ეს ხრწნადი თიხა, ეს – მონური და ღამეული (ე.ი. სხეული). მიცვალებამდე ნუ ენდობი შენს ხორცს. „ნება ხორცისა, – ამბობს, – ღვთის მტერია, რადგან არ ემორჩილება იგი ღვთის რჯულს. და ხორცს სურს სულის წინააღმდეგ, ხოლო ხორცით მცხოვრებთ არ ძალუძთ ღმერთს ესათნოონ, ჩვენ კი ვართ არა ხორცით, არამედ სულით“ (შდრ. რომ. 8.6; გალ. 5.17). არ დაიშვება და არც არის შესაძლებელი გველთან

მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩემზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩემზე.

ფუფუნება, გამონათქვამები, ციტატები

2