ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები - ციტატები, გამონათქვამები

ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

61. თუ შეიძლება ხუმრობა?
ბილწსიტყვაობასა და ხუმრობას გარყვნილებამდე მივყავართ. თავი ანებე ხუმრობასა და მახვილსიტყვაობას. ნურც საქმით ჩაიდენ რაიმეს მაგდაგვარს. ჩვენ არ უნდა წარმოვთქვათ არც ერთი უქმი სიტყვა, რამეთუ უქმსიტყვაობიდან უხამსობამდე ერთი ნაბიჯია, რადგან ხუმარა კაცი იოლად ხდება მაგინებელი. მაგინებელი კი უამრავი საძრახისი საქმის ჩამდენია
ბილწსიტყვაობასა და ხუმრობას გარყვნილებამდე

ისინი, ვისაც გრძელი ენა აქვს, თავისდა საუბედუროდ, ხშირად წარმოსთქვამდა ლოცვის სიტყვებს, წმინდა სახარების და ეპისტოლეთა ციტატებს ხუმრობით, ხოლო ზოგიერთი კიდეც დასცინოდა და აჯავრებდა მღვდელს. ეს ყოველივე მკრეხელობაა. ისინი, ვისაც გრძელი ენა აქვს, თავისდა

საცოდავი არის ის კაცი, რომელსაც ჰსურს ამ სიცოცხლის გატარება ხუმრობაში, სიცილში და თავის ქცევაში, იგი უსარგებლოდ ამძიმებს დედამიწას. საცოდავი არის ის კაცი, რომელსაც ჰსურს ამ

52. თუ ყველა ადამიანისთვის მავნებელია ბოროტად ბჭობა, რაოდენ უფრო – იმათთვის, რომლებმაც ცხოვრების მკაცრი წესი ირჩიეს? თუ ყველა ადამიანისთვის მავნებელია ბოროტად

სარგებელს მოგიტანს სუმრობა და ოხუნჯობა? მხოლოს სიცილს გამოიწვევ. არც ერთი უქმი სიტყვა არ უნდა თქვა, რადგან უქმმეტყველებიდან უწესო საუბრებზე გადადიან. ახლა მხიარულების დრო კი არა, ტირილის, წუხილისა და გოდების დროა. შენ კი ხუმრობ? შენ მახლობლად ეშმაკია, შენ ირგვლივ დადის, ბდღვინავს, შენს შეჭმას ცდილობს, ყველაფერს შენს წინააღმდეგ მიმართავს, გეგმებს აწყობს, რა ხრიკებით გამოგიყვანოს თავშესაფრიდან, კბილებს აღჭრიალებს, ღმუის, ცეცხლს აჩაღებს შენი გადარჩენის საწინააღმდეგოდ. შენ კი ზიხარ და ოხუნჯობ, ფუჭსიტყვაობ და უწესო საუბრებს მიმართავ. შეძლებ კი ასეთ დროს მის დამარცხებას? ჩვენ ბავშვურად ვერთობით, საყვარელნო! გინდა გაიგო როგორია წმინდანთა ცხოვრების წესი? მოისმინე, რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული: "ამისთვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქვენისასა" (საქ. 20,31). თუ მან ასეთი ზრუნვა გამოიჩინა მელიტონელებისა და ეფესელების მიმართ, - კი არ ხუმრობდა, არამედ ცრემლებით ასწავლიდა, - მაშინ რაღას იტყვი სხვების შესახებ? მოისმინე, რას ეუბნება იგი კორინთელებს: "რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლთა, არა რაითა შესწუხნეთ, არამედ რაითა სცნათ, სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ" (2 კორ. 2,4), და კიდევ: "ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი?" (კორ. 11,29). მოისმინე, რას ამბობს კიდევ სხვა ადგილას: "და რომელნი ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგვიმძიმდების, რომელი ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაითა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან" (2 კორ. 5,4). შენ კი იცინი და ერთობი? ომის დროა, შენ კი იმით ხარ დაკავებული, რაც ტაკიმასხარებს ახასიათებთ?... სარგებელს მოგიტანს სუმრობა და ოხუნჯობა?

როდესაც ეშმაკები ნახავენ, რომ ჩვენ დასაწყისშივე ვცდილობთ ბოროტი მთხრობელის სამხიარულო ამბების მოსმენა ისე ავიცილოთ თავიდან, როგორც სასიკვდილო ჭრილობა, მაშინ შეეცდებიან ორმაგი აზრით გვაცდუნონ. ისინი ჩაგვაგონებენ: - ნუ დაამწუხრებ ამბის მთხრობელს, ან - ხალხს თავს სხვებზე ღვთისმოყვარედ ნუ აჩვენებ.
განერიდე და ნუ აყოვნებ! თუ ასე არ იზამ, ლოცვის დროს ის სასაცილო საგნები გაგახსენდება და მათზე იფიქრებ როდესაც ეშმაკები ნახავენ, რომ ჩვენ

არა მარტო უნდა გაურბოდე ამგვარ საუბრებსა და ბოროტ თავყრილობებს, არამედ, თუ შეგიძლია, ღვთისმოსაობით ძმათა შორის ჩაშალე ასეთი საუბარი, სიკვდილის ხსენებითა და საშინელი სამსჯავროს შიშით. ასეთ შემთხვევაში სჯობს ამპარტავნების ვნებით ოდნავ შეიბღალო, ოღონდაც სხვებს სარგებელი მოუტანო. არა მარტო უნდა გაურბოდე ამგვარ საუბრებსა და

ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები

2