გულისსიტყვების წინააღმდეგ მუდამ ღვთის იმედით ვიბრძოლოთ. ჩვენი იარაღი ყოველთვის ლოცვა და სიფხიზლე იყოს. ყურადღებას ნუ მოვადუნებთ ქურდების მარცხენა გულისსიტყვების – მიმართ, ამავე დროს უკონტროლოდ არ დაგვრჩეს მარჯვენა გულისსიტყვები, რ...
იხილეთ სრულად
გულისსიტყვების წინააღმდეგ მუდამ ღვთის იმედით ვიბრძოლოთ. ჩვენი იარაღი ყოველთვის ლოცვა და სიფხიზლე იყოს. ყურადღებას ნუ მოვადუნებთ ქურდების მარცხენა გულისსიტყვების – მიმართ, ამავე დროს უკონტროლოდ არ დაგვრჩეს მარჯვენა გულისსიტყვები, რომ უწყინარი სახით მოსული ბოროტება არ შევიწყნაროთ.
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით...
იხილეთ სრულად
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით, ან უარესები გავხდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.