"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივი სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც, აქაცა განწმენდილ, მაღალ საზომზე მყოფ დიდ მამებს, ზესთა გრძნობითი მადლი სულიწმიდის მოვლენით ენიჭებოდა. ხედვიდენ ხედვათა...
იხილეთ სრულად
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივი სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც, აქაცა განწმენდილ, მაღალ საზომზე მყოფ დიდ მამებს, ზესთა გრძნობითი მადლი სულიწმიდის მოვლენით ენიჭებოდა. ხედვიდენ ხედვათა დიდ საკვირველებათა და ასეთი საკვირველებითი ხედვა და გამოცხადება თანდათანობით ღრმავდებოდა მათი შინაგანში დაუსრულებელად, რაზედაც იგივე მაკარი იტყვის: "სულნი უვნებელნი მარადის საწადელისა მიმართ განუძღომელად მიისწრაფვიან და...
link
იყო შემთხვევები, როდესაც ღმრთის ნება ძილთა შორის ეცხადებოდათ მართალთ; მაგრამ მსგავს გამოცხადებებს ზეციური გამოცხადების აშკარა ნიშნები ახლდა, რამეთუ ხდებოდა ანგელოზთა ან წმიდანთა და თვით უფლის გამოცხადება. მაგრამ, საერთოდ, სიზმარეუ...
იხილეთ სრულად
იყო შემთხვევები, როდესაც ღმრთის ნება ძილთა შორის ეცხადებოდათ მართალთ; მაგრამ მსგავს გამოცხადებებს ზეციური გამოცხადების აშკარა ნიშნები ახლდა, რამეთუ ხდებოდა ანგელოზთა ან წმიდანთა და თვით უფლის გამოცხადება. მაგრამ, საერთოდ, სიზმარეულ ჩვენებებს უნდა განეკრძალო, რათა მათ მიერ ცდუნებაში არ შთავარდე, რამეთუ სიზმარეული ჩვენებების რწმენით მრავალი ცთუნდა. სიბრძნის მოყვარე ბერი თეოქტირისტე, რომელმაც შეადგინა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პარაკლისი, ერწმუნა სიზ...
link
ყველა ადამიანისთვის საზოგადო წესია, რომ არაფრით არ ენდოს სულებს, როდესაც ისინი გრძნობადი სახით ევლინებიან; რომ მათთან არ ისაუბროს და არავითარი ყურადღება არ მიაქციოს. სულთა გამოცხადება ადამიანმა უდიდეს და სახიფათო საცდურად უნდა ჩათ...
იხილეთ სრულად
ყველა ადამიანისთვის საზოგადო წესია, რომ არაფრით არ ენდოს სულებს, როდესაც ისინი გრძნობადი სახით ევლინებიან; რომ მათთან არ ისაუბროს და არავითარი ყურადღება არ მიაქციოს. სულთა გამოცხადება ადამიანმა უდიდეს და სახიფათო საცდურად უნდა ჩათვალოს. ამგვარ განსაცდელში ღმერთს უნდა მივაპყროთ გული და გონება, ვილოცოთ შეწყალებისა და განსაცდელისგან ხსნისათვის. უდიდესი უგუნურებაა ცნობისმოყვარეობით და მათგან რაიმეს შეტყობის მიზნით სულების ხილვის სურვილი. ამგვარი სურვ...
link
ცოცხლებთან მიცვალებულების მოჩვენებითი გამოცხადების შემთხვევები, ჩვეულებრივ, ან „ანგელოზთა საქმეს“ წარმოადგენს ან ეშმაკისაგან დატეხილ „მზაკვრულ ზმანებებს“, რომლის მიზანიც თუნდაც ისაა, რომ ადამიანებს საიქიოზე ყალბი წარმოდგენა შეუქმნ...
იხილეთ სრულად
ცოცხლებთან მიცვალებულების მოჩვენებითი გამოცხადების შემთხვევები, ჩვეულებრივ, ან „ანგელოზთა საქმეს“ წარმოადგენს ან ეშმაკისაგან დატეხილ „მზაკვრულ ზმანებებს“, რომლის მიზანიც თუნდაც ისაა, რომ ადამიანებს საიქიოზე ყალბი წარმოდგენა შეუქმნას.
link
როცა უფალი თვითონ ეცხადება სულს, შეუძლებელია სულმა არ შეიცნოს თავისი შემოქმედი და ღმერთი.
სად არის გადმოცემული მოკლედ, როგორ უნდა გვწამდეს საღმრთო გამოცხადების საფუძველზე?
570. როგორ გვაცდუნებენ ბოროტი სულები სიზმრების მეშვეობით?
451. როგორ უნდა მოიქცეს მომაკვდავი, თუ მას ბოროტი სული მოჩვენებებს მოუვლენს?
326. როგორ უნდა მივიღოთ გამოცხადებები სულთა სამყაროდან?