ძველ ეკლესიაში არსებობდა საზოგადო სინანულის წესი „დაცემულთათვის“, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს რწმენა დევნილობის დროს. ამ წესის თანახმად მონანულები ოთხ ჯგუფად ნაწილდებოდნენ:
ა) „მოტირალნი“ – მათ არ ჰქონდათ საზოგადო ღვთისმსახურე...
იხილეთ სრულად
ძველ ეკლესიაში არსებობდა საზოგადო სინანულის წესი „დაცემულთათვის“, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს რწმენა დევნილობის დროს. ამ წესის თანახმად მონანულები ოთხ ჯგუფად ნაწილდებოდნენ:
ა) „მოტირალნი“ – მათ არ ჰქონდათ საზოგადო ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება და ეკლესიის კარიბჭესთან განრთხმულნი ტირილით ევედრებოდნენ ტაძარში შემსვლელებს მათზე ელოცათ;
ბ) „მსმენელნი“ – მათ ნება ეძლეოდათ კათაკმეველთა ლიტურგიის დასრულებამდე ტაძრის სტოაში მდგარიყვნენ;
გ) „მუხლმოდრეკი...
link
ეპიტიმიები სასჯელის ხასიათს ატარებს, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით და არა „ცოდვათა ჩადენის გამო ღმერთის დასაკმაყოფილებლად“, როგორც რომაელი ღვთისმეტყველნი (კათოლიკეები) ასწავლიან. ეს არის გამოსასწორებელი, აღმზრდელობითი ქმედებანი. მათ...
იხილეთ სრულად
ეპიტიმიები სასჯელის ხასიათს ატარებს, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით და არა „ცოდვათა ჩადენის გამო ღმერთის დასაკმაყოფილებლად“, როგორც რომაელი ღვთისმეტყველნი (კათოლიკეები) ასწავლიან. ეს არის გამოსასწორებელი, აღმზრდელობითი ქმედებანი. მათი მიზანია, გააღრმაოს წუხილი ჩადენილ ცოდვათა გამო და დაეხმაროს გამოსწორებაში.
link
ეპიტიმიაში იგულისხმება აკრძალვა ან დასჯა (შდრ. 2 კორ. 2, 6), რომელსაც ეკლესიის კანონების შესაბამისად მღვდელმსახური, როგორც სასულიერო პირი, განუსაზღვრავს ზოგ მონანულ ქრისტიანს მის ზნეობრივ სენთაგან განსაკურნელბლად. ეპიტიმიების მაგა...
იხილეთ სრულად
ეპიტიმიაში იგულისხმება აკრძალვა ან დასჯა (შდრ. 2 კორ. 2, 6), რომელსაც ეკლესიის კანონების შესაბამისად მღვდელმსახური, როგორც სასულიერო პირი, განუსაზღვრავს ზოგ მონანულ ქრისტიანს მის ზნეობრივ სენთაგან განსაკურნელბლად. ეპიტიმიების მაგალითებია: განსაკუთრებით მკაცრი მარხვა, სინანულის ლოცვანი მეტანიების გარკვეულ რაოდენობასთან ერთად და სხვა. ძველი ეკლესიის პრაქტიკაში ეპიტიმიის ძირითადის სახე იყო გარკვეული დროით წმინდა საიდუმლოსთან – ზიარებისაგან განყენება...
link
ეპიტიმია უწესდება მხოლოდ ზოგ მონანულ ქრისტიანს და არა ყველას. მათ, ვისაც ცოდვათა სიმძიმისა თუ სინანულის თავისებურებათა გამო ეს სულიერი საშუალებანი ესაჭიროებათ.