სხეული სულის ფარდაა. სიკვდილი ერთბაშად ჩამოგლეჯს ამ ფარდას და სული თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომ სიკვდილი არის მომენტი, როცა სული საბოლოოდ ხვდება საკუთარ თავს. ადამიანი გაოგნებულია იმით, რომ თავის თავს ...
იხილეთ სრულად
სხეული სულის ფარდაა. სიკვდილი ერთბაშად ჩამოგლეჯს ამ ფარდას და სული თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომ სიკვდილი არის მომენტი, როცა სული საბოლოოდ ხვდება საკუთარ თავს. ადამიანი გაოგნებულია იმით, რომ თავის თავს არასოდეს იცნობდა, მთელი ცხოვრების მანძილზე ნიღაბს ატარებდა, რომელიც შეეზარდა მის სახეს და ახლა ის პირველად იხილა, რადგან სიკვდილმა ახალი, სულიერი მხედველობა მიანიჭა.
link
სული, რომელიც სხეულის საშუალებით სულთა სამყაროსგან დაფარული და გამოყოფილია, ის მუდმივად და თანდათანობით აყალიბებს საკუთარ თავს ღვთის სჯულის, იგივე ქრისტიანობის შესწავლით და ამით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას სწავლობს. მაშინ ადამი...
იხილეთ სრულად
სული, რომელიც სხეულის საშუალებით სულთა სამყაროსგან დაფარული და გამოყოფილია, ის მუდმივად და თანდათანობით აყალიბებს საკუთარ თავს ღვთის სჯულის, იგივე ქრისტიანობის შესწავლით და ამით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას სწავლობს. მაშინ ადამიანს სულების სულიერი ხედვის უნარი მიენიჭება და გრძნობადი სატყუარა და ცდუნება მისთვის უკვე ნაკლებად საშიში გახდბა, გამოცდილება და ცოდნა კი დიდად სასარგებლო. ხილული სიკვდილის საშუალებით, სულისა და ხორცის გაყრისას, ჩვენ კვლა...
link
ღვთის დიდი სათნომყოფელნი თავისუფლად გადიან ბნელი ძალების საჰაერო საშინელებებს, რადგან მიწიერ ცხოვრებაში მათ შეურიგებელი ბრძოლა აქვთ ბოროტ სულებთან და მათზე გამარჯვებით გულის სიღრმეში ცოდვათაგან გათავისუფლებას იხვეჭენ და შეიქმნებია...
იხილეთ სრულად
ღვთის დიდი სათნომყოფელნი თავისუფლად გადიან ბნელი ძალების საჰაერო საშინელებებს, რადგან მიწიერ ცხოვრებაში მათ შეურიგებელი ბრძოლა აქვთ ბოროტ სულებთან და მათზე გამარჯვებით გულის სიღრმეში ცოდვათაგან გათავისუფლებას იხვეჭენ და შეიქმნებიან ტაძრად სულიწმიდისა, რომელიც თავის სიტყვიერ სავანეს დაცემული სულებისთვის მიუკარებელს ხდის.
link
ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან (სიტყვა 5, 22); როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზებ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან (სიტყვა 5, 22); როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზები მიაცილებენ, ხოლო მის დასაბრკოლებლად ბნელი ძალები გამოდიან, რომლებსაც ამ სულის შეპყრობა და წამება სურთ, რათა სათავისო რამ ჰპოვონ მასში.
link
საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი...
იხილეთ სრულად
საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი და მეგზურნი ამ ჰაერის უხილავ მთავართა, მდევნელთა და მეზვერეთა შორის.
link
როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძ...
იხილეთ სრულად
როდესაც საზარელი მხედრობა მოდის, როცა ღვთაებრივი სულისამომხდელები უბრძანებენ სულს სხეულიდან გასვლას და როცა ძალით მიგვიტაცებენ და მიგვიყვანენ გარდუვალ სამსჯავროდ, მაშინ მათი მხილველი საბრალო ადამიანი ერთიანად ძრწის, თითქოს მიწა იძრაო და ღვთაებრივ სულისაღმწოდებლებს აჰყავთ სული ჰაერში, სადაც საძაგელ ძალთა ქვეყნისმპყრობელი მთავრობა და ხელისუფლება დგას. ისინი არიან ჩვენი ბოროტი შემასმენლები, საზარელი მსჯავრმდებელნი, მეზვერეები, ცოდვების აღმრიცხველნი;...
link
როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველ...
იხილეთ სრულად
როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველზე უფრო საშინელია. შფოთავს და ძრწის სული და მწუხარებით მილტოვლვილი ღვთის ანგელოზებთან ცდილობს დამალვას, ხოლო ანგელოზთა მიერ პყრობილი განვალს შორის საჰაერო საზვერეთა, რომელნიც აბრკოლებენ მას, რადგან ყოველი საზვერე მის ცოდ...
link
როცა ქრისტიანის სული თავის ქვეყნიურ ტაძარს (სხეულს) დატოვებს და საჰაერო სივრცეში თავის ზეციურ სამშობლოს მიელტვის, დემონები აჩერებენ და ცდილობენ მასში იპოვონ თავიანთი მსგავსება, თავიანთი ცოდვიანობა, თავიანთი დაცემა და ადამიანის სულ...
იხილეთ სრულად
როცა ქრისტიანის სული თავის ქვეყნიურ ტაძარს (სხეულს) დატოვებს და საჰაერო სივრცეში თავის ზეციურ სამშობლოს მიელტვის, დემონები აჩერებენ და ცდილობენ მასში იპოვონ თავიანთი მსგავსება, თავიანთი ცოდვიანობა, თავიანთი დაცემა და ადამიანის სული ჯოჯოხეთში ჩააგდონ, რომელიც „განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25, 41). ბოროტი სულები თავიანთი მოპოვებული უფლებით იქცევიან ამგვარად“.
link
უსაზღვრო და უნუგეშო იქნებოდა გარდაცვლილ ახლობლებზე ჩვენი მწუხარება, ღმერთს რომ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე არ მოეცა. ჩვენი ცხოვრება უმიზნო იქნებოდა სიკვდილით რომ მთავრდებოდეს. რაღა სარგებელი ექნებოდა მაშინ სათნოებებსა და კეთილ საქ...
იხილეთ სრულად
უსაზღვრო და უნუგეშო იქნებოდა გარდაცვლილ ახლობლებზე ჩვენი მწუხარება, ღმერთს რომ ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე არ მოეცა. ჩვენი ცხოვრება უმიზნო იქნებოდა სიკვდილით რომ მთავრდებოდეს. რაღა სარგებელი ექნებოდა მაშინ სათნოებებსა და კეთილ საქმეებს; მაშინ მართალი იქნებოდა, ვინც ამბობს: „ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!“ მაგრამ ადამიანი უკვდავებისათვის შეიქმნა და ქრისტემ თავისი აღდგომით გახსნა ზეციური სასუფევლისა და საუკუნო ნეტარების კარნი მათთვის, ვ...
link
სხეულიდან გასვლისთანავე სული აღმოჩნდება კეთილ და ბოროტ სულთა შორის და, ჩვეულებისამებრ, იგი მიისწრაფვის იმათკენ, რომელნიც მისთვის სულიერად მახლობელნი არიან, ხოლო თუკი სხეულში ყოფნის დროს იგი ზოგიერთი მათგანის გავლენის ქვეშ იყო, მაშ...
იხილეთ სრულად
სხეულიდან გასვლისთანავე სული აღმოჩნდება კეთილ და ბოროტ სულთა შორის და, ჩვეულებისამებრ, იგი მიისწრაფვის იმათკენ, რომელნიც მისთვის სულიერად მახლობელნი არიან, ხოლო თუკი სხეულში ყოფნის დროს იგი ზოგიერთი მათგანის გავლენის ქვეშ იყო, მაშინ სხეულიდან გასვლის შემდეგაც იგი მათზე დამოკიდებული დარჩება, რაც არ უნდა საძაგელნი აღმოჩნდნენ ის სულები შეხვედრისას.
link