იტირე, შვილო, რომ სიწმინდის სიმდიდრით გაოცდე!
შვილო, გახსოვდეს, რომ სიკვდილის მოსვლის დრო დაფარულია. საშინელ ეშმაკებსა და საზვერეებს შორის გაივლის ჩვენი მდაბალი სული! რა საშინელი სამსჯავრო ელის! ის შიშისა და ძრწოლისგან აცახცახდება! დემონებსა და მტანჯველ ჯოჯოხეთზე იფიქრე. ის მ...
იხილეთ სრულად
შვილო, გახსოვდეს, რომ სიკვდილის მოსვლის დრო დაფარულია. საშინელ ეშმაკებსა და საზვერეებს შორის გაივლის ჩვენი მდაბალი სული! რა საშინელი სამსჯავრო ელის! ის შიშისა და ძრწოლისგან აცახცახდება! დემონებსა და მტანჯველ ჯოჯოხეთზე იფიქრე. ის მარადიული და უსასრულოა!
link
მაშინ მთელი შენი მწუხარება არაფრად მოგეჩვენება
ყველა განვლო, მხოლოდ უკანასკნელში დაბრკოლდა
ზეაღმავალი სული, რომელსაც ბოროტი სულების მჭიდრო რიგები ხვდება, თრთის თავისი სრულიად დავიწყებული ცოდვების ეშმაკთა მიერ გაცხადებისას და გაოგნებული ელის, რა მოხდება. ერთი საზვერიდან მეორეში გადადის და თითოეულში პასუხს აგებს და ასეა ბ...
იხილეთ სრულად
ზეაღმავალი სული, რომელსაც ბოროტი სულების მჭიდრო რიგები ხვდება, თრთის თავისი სრულიად დავიწყებული ცოდვების ეშმაკთა მიერ გაცხადებისას და გაოგნებული ელის, რა მოხდება. ერთი საზვერიდან მეორეში გადადის და თითოეულში პასუხს აგებს და ასეა ბოლო საზვერემდე. როცა ყველას გაივლის და დამნაშავე არ აღმოჩნდება, მაშინ, მამათა თანახმად, იესო ქრისტეს მიეახლება თაყვანისსაცემად. მაგრამ თუ რომელიმე ვნებაში დამნაშავე და ბრალეული აღმოჩნდა, მაშინ იქიდან ჯოჯოხეთში დაინთქმება...
link
ფრთხილად იყავი, შვილო, დრო უნაყოფოდ, სულისთვის უსარგებლოდ ნუ გაგყავს, რადგან სიკვდილი ქურდივით მოდის და თუ მცონარობასა და უმოქმედობაში გვიპოვის, მთებისა და ბორცვების დასატირი შევიქნებით. მაშინ კი, კეთილი საქმეები თუ არ აღმოგვაჩნდა...
იხილეთ სრულად
ფრთხილად იყავი, შვილო, დრო უნაყოფოდ, სულისთვის უსარგებლოდ ნუ გაგყავს, რადგან სიკვდილი ქურდივით მოდის და თუ მცონარობასა და უმოქმედობაში გვიპოვის, მთებისა და ბორცვების დასატირი შევიქნებით. მაშინ კი, კეთილი საქმეები თუ არ აღმოგვაჩნდა, ჯოჯოხეთი საუკუნოდ დაგვმწყემსავს!
link
ვინ იცის, რა შემიშლის ხელს!
მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვინმე სააქაო ცხოვრებას დაკარგავს: ერთ დღეს მაინც მოვკვდებით. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ უკვდავი, უსასრულო ცხოვრება არ დავკარგოთ. რა საშინელი რამაა დაუსრულებელი ცხოვრება ჯოჯოხეთში! ღმერთო ჩემო, ყველა გვიხს...
იხილეთ სრულად
მნიშვნელოვანი არ არის, თუ ვინმე სააქაო ცხოვრებას დაკარგავს: ერთ დღეს მაინც მოვკვდებით. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ უკვდავი, უსასრულო ცხოვრება არ დავკარგოთ. რა საშინელი რამაა დაუსრულებელი ცხოვრება ჯოჯოხეთში! ღმერთო ჩემო, ყველა გვიხსენი.
link
ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს. ამიტომ მათ უკიდურესი სასოწარკვეთა მოიცავს. მოითხოვენ, ინატრებენ სიკვდილს, როგორც ხსნას ამ უსაშველო ჭირისგან, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ მიიღებენ, რადგან ყოველივე მარადიულობად გადაიქცევა!
სიკვდილის ხსენების, ჯოჯოხეთისა და სამსჯავროს შესახებ