მორჩილება ძალიან მიყვარს, ამიტომაც მონასავით გემორჩილებით და ვაკეთებ იმას, რასაც მიბრძანებთ. მოგვწერეო, მითხარით – გწერთ. ილოცეო ჩვენთვის – ვლოცულობ. მიყვარხართ და ამიტომაც გემორჩილებით. მეტყვით, გაჩერდიო – გავჩერდები.
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარუ...
იხილეთ სრულად
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს იღუმენიას მიმართ, თითქოს თვით უფლის სახეს ხედავდეს, რადგან ეს კურთხეული ადამიანი თითოეული თქვენგანის გამო, რომელთა მიმრქმელიც ხდება, თითო უმძიმეს ჯაჭვს იდებს ქედზე და ძალიან ბევრი ლოცვა სჭირდება...
იქ სადაც მორჩილებაა, სიმდაბლე და ღვაწლია, ეშმაკები ვერასდროს დაატყვევებენ ადამიანს. სიკერპე, ურჩოობა და ამპარტავნება შობს მოწყინებასა და სიზარმაცეს და მაშინ ეშმაკები და აწყობენ სანარცხესა და ბაგას ასეთი ადამიანის სულში. და ვერ ისვ...
იხილეთ სრულად
იქ სადაც მორჩილებაა, სიმდაბლე და ღვაწლია, ეშმაკები ვერასდროს დაატყვევებენ ადამიანს. სიკერპე, ურჩოობა და ამპარტავნება შობს მოწყინებასა და სიზარმაცეს და მაშინ ეშმაკები და აწყობენ სანარცხესა და ბაგას ასეთი ადამიანის სულში. და ვერ ისვენებენ მანამ, სანამ დამნაშავედ არ გახდიან ძველსა და ახალ ცოდვებში და სრულიად არ დაატყვევებენ
ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან