მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები
მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა - ციტატები, გამონათქვამები მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა
ზოგჯერ მრისხანებისას ცბიერი ეშმაკები მალე გვშორდებიან, რათა ჩვენ დაუდევრად მოვეპყროთ ამ დიდ ვნებას და ამით ჩვენი დაავადება უკურნებელი გავხადოთ.
დიდი სიფრთხილე და გონების სიბრძნე გვმართებს, რათა არ შეგვაშფოთოს ადამიანები ეშმაკის მანქანებამ. ვინაიდან ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ არაფრისათვის შეაშფოთებს კაცს ეშმაკი, ზოგჯერ კი რაღაც მიზეზსაც გამოძებნის, რომ ამით მრისხანება და აღშფ... იხილეთ სრულად
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღმრთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვ... იხილეთ სრულად
არასდროს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცით. საკუთარი თავისგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თ... იხილეთ სრულად
ადვილად გაღიზიანება, გულმრისხანება - დიდი ორმოა ადამიანისათვის და ვისაც ეს ვნება დაუძლევია, მას აღარც მთხრებლში ჩავარდნა ემუქრება.
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ. 6,14).
თუ წილად გხვდა, ასწავლო ღმერთის შესახებ და გეურჩებიან, ამაზე გულში ინაღვლე და ცხადად არ აღელდე; რამეთუ მწუხარების დროს ურჩთან ერთად არ განგიკითხავენ, ხოლო თუ აღშფოთდები, იმავე საქმით განიცდები.
"ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა" (ეფეს. 4, 27). ეშმაკს არა აქვს სულთან მისადგომი, ტუ ის რაიმე ვნებით არ იკვებება. სული ამ დროს ნათლითაა აღვსილი და ეშმაკი თვალს ვერ უსწორებს მას. ხოლო თუ სული რაიმე ვნებით განიმსჭვალება, მაშინ ნათელი ცხრე... იხილეთ სრულად
ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ ადამიანის ბუნება თავისი არსითაა ვნებებს დაქვემდებარებული, და ამ თავისი შეხედულების დასასაბუთებლად მიუთითებენ ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მრისხანება და ნდომა–სურვილი. მაგრამ ეს სულაც არ არის ისე, რო... იხილეთ სრულად