სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სათნოებებიცა და ნაკლოვანებებიც გონებას აბრმავებენ; პირველ შემთხვევაში ადამიანი მოყვასის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს, მეორის დროს კი - სათნოებებს ვერ ხედავს. სათნოებებიცა და ნაკლოვანებებიც გონებას

ბოროტი და მანკიერი ადამიანი ყველა ადამიანს ისეთად თვლის, როგორიც თვითონაა. ეს ძალიან ბუნებრივიცაა, იმდენად, რომ ე.წ. სიყვითლით დაავადებული ყველა საგანს ყვითლად შეღებილად აღიქვამს ბოროტი და მანკიერი ადამიანი ყველა ადამიანს

ნებისმიერი სახის საგანი ჩააგდეთ აყროლებულ ჭურჭელში - ეს საგანიც მაშინვე ცუდ სუნს გამოსცემს. ასევე ემართება სხვის საქციელს - უგუნური ადამიანის სულში. იგი ფიქრობს, რომ სამყაროში საერთოდ არ არსებობენ კეთილი ადამიანები. ქურდი სხვებსაც ქურდად მიიჩნევს; ფარისეველი ვერ უშვებს, რომ გულწრფელად სათნო ადამიანები არსებობენ; ხორცის მონას არ სურს, დაიჯეროს, რომ სულისა და სხეულის შეურყვნელად დაცვა შესაძლებელია. ნებისმიერი სახის საგანი ჩააგდეთ აყროლებულ

ნაკლოვანებები რომ არ გვქონოდა, სიამოვნებას აღარ ვიგრძნობდით მაშინ, როდესაც მათ სხვებში ვამჩნევთ. ნაკლოვანებები რომ არ გვქონოდა, სიამოვნებას

ნუ ეცდები სხვისი საქმეების გარკვევას; შენშიც მრავლად მოიპოვება იგივე, რაშიც სხვაში ეჭვი გეპარება. ნუ ეცდები სხვისი საქმეების გარკვევას; შენშიც

ყურადღებიანნი ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და არ დავცინებთ სხვებს, რადგან თვით ჩვენშიც არის ბევრი ისეთი რამ, რისთვისაც სხვებს დავცინით ყურადღებიანნი ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და

ბრმა ვერ კადნიერდება კოჭლის დასაცინად ბრმა ვერ კადნიერდება კოჭლის დასაცინად

ვიყოთ მიუკერძოებელნი საკუთარი თავის მიმართ, რათა სამართლიანად მოვექცეთ სხვებს. ვიყოთ მიუკერძოებელნი საკუთარი თავის მიმართ

ზნეობრივ ცხოვრებაში კარგად გამოცდილი ადამიანები ყოველ დროში ამჩნევდნენ ურთიერთმიმართების ერთსა და იმავე კანონს: ვინც საკუთარი თავის მიმართ მკაცრია, იგი შემწყნარებელია მოყვასის მიმართ; და ვინც შემწყნარებელია საკუთარი თავის მიმართ, იგი მკაცრია მოყვასის მიმართ. ზნეობრივ ცხოვრებაში კარგად გამოცდილი

რაც უფრო მკაცრად და მიუკერძოებლად მსჯელობს ადამიანი საკუთარი საქმეების შესახებ, მით უფრო შემწყნარებელი და სამართლიანია მისი განსჯა მოყვასის საქმეების მიმართ. რაც უფრო მკაცრად და მიუკერძოებლად მსჯელობს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2