სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს, რომელშიც დაიბადა. ასევე იგი ჭამს იმ გულს, რომელშიც იბადება. შური ჩრჩილს ჰგავს, რომელიც იმ სამოსს აფუჭებს

როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს. როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს

როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური - სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური - სულს

ხესა და შალს მატლი და ჩრჩილი ისე ვერ ჭამს, როგორც შურის სიმხურვალე ადნობს მოშურნის ძვლებს და მათ ჯანმრთელ სულებს წამლავს. ხესა და შალს მატლი ჩრჩილი ისე ვერ ჭამს

თუ შური მწუხარებაა, მაშინ შურიანს იმდენი მწუხარება და სატანჯველი აქვს, რამდენიც სხვებს სხვადასხვა მადლი და სრულყოფილება. ეს დაავადება დასაწყისია მარადიული მწუხარებისა და განუწყვეტელი ტანჯვის წინდია. ეშმაკი ასევე იტანჯება და შურიანს მიწაზევე შეუძლია, იგრძნოს და მიხვდეს, რა არის ჯოჯოხეთური ტანჯვა. თუ შური მწუხარებაა, მაშინ შურიანს იმდენი

თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე უნდა გვეშინოდეს შურისაც; რამეთუ იგი შინაური დემონია, რომელსაც შეუძლია, მოშურნის გულში მოიყვანოს ბოროტ სულთა ლეგიონები; ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავრომდე აანთებს გეენიის ცეცხლს ცოდვილის გულში. თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე

ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად მოიპოვა დემონიც ვინც შური მოიპოვა, მასთან ერთად დემონიც

შური მკვლელობის ფესვია შური მკვლელობის ფესვია

შურიანი ზეცაში არაფრად გამოდგება, რადგან იქაც არსებობს განსხვავება; თვითონ ვერ გაიხარებდა და სხვების სიხარულსაც მოწამლავდა. შურიანი ზეცაში არაფრად გამოდგება, რადგან იქაც

ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ შური, თუ დიდად არ ჩავთვლით არც იმას, რასაც ადამიანები სიმდიდრეს უწოდებენ, არც მომხიბლავ დიდებას, არც სხეულის ჯანმრთელობას; არამედ ვისწრაფით მარადიული და ჭეშმარიტი მადლის მოსაპოვებლად ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ შური, თუ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2